საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
625

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ

ანი ფაცია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-28 01:26:00


პარიზში, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ. მოჭიდავეებს თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. 

„ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მივაღწიე იმ შედეგს, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელებს, ჭიდაობის ფედერაციას, რომ ყველანაირად ხელი შეგვიწყვეს და გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მსოფლიო ჩემპიონმა 65 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობაშვილმა.

მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილის თქმით, საკმაოდ რთული შეხვედრა იყო. 

„ჩემს მოწინააღმდეგეს მეხუთედ შევხვდი, მას ბევრჯერ აქვს მსოფლიო ჩემპიონობა მოგებული, მეც მინდოდა გამხდარიყავი მსოფლიო ჩემპიონი და განწყობილი წავედი მოსაგებად. მადლობას ვუხდი ჩემს გულშემატკივარს“ - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლი ჩემპიონატი 21-26 აგვისტოს პარიზში გაიმართა. ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატის ბოლო დღეს 65 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ იაკობაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ფინალში მან პოლონეთის სახელით მოასპარეზე ოსი წარმოშობის მაგომედმურად გაჯიევი დაამარცხა. 25 აგვისტოს კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მძიმე წონის - 125 კგ კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გახდა. მეორეადგილოსანი რუსეთის გუნდია.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორი იქნება ქუთაისის განახლებული აეროპორტი - ვიზიტორი ქვეყნების სტატისტიკა
როგორი იქნება ქუთაისის განახლებული აეროპორტი - ვიზიტორი ქვეყნების სტატისტიკა
2017 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, ქ
წაკითხვა
გოლდენ სტეიტის დამაჯერებელი გამარჯვება დენვერის წინააღმდეგ [ვიდეო]
გოლდენ სტეიტის დამაჯერებელი გამარჯვება დენვერის წინააღმდეგ [ვიდეო]
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ზედიზედ მესამე გამარჯვებას მიაღწია გოლდენ სტეიტ „
წაკითხვა
თბილისის აეროპორტში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის მიუხედავად, ყველა რეისი შესრულდება
თბილისის აეროპორტში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის მიუხედავად, ყველა რეისი შესრულდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაგ
წაკითხვა
„მსოფლიოში ყველაზე უსარგებლო აეროპორტმა“ პირველი რეგულარული რეისი მიიღო და თანაც, 45 წუთის დაგვიანებით
„მსოფლიოში ყველაზე უსარგებლო აეროპორტმა“ პირველი რეგულარული რეისი მიიღო და თანაც, 45 წუთის დაგვიანებით
წმინდა ელენეს კუნძულზე მდებარე აეროპორტმა
წაკითხვა
ჭიდაობის ტრადიციებით მდიდარი არხილოსკალო დარბაზის გარეშეა დარჩენილი
ჭიდაობის ტრადიციებით მდიდარი არხილოსკალო დარბაზის გარეშეა დარჩენილი
ჭიდაობის ტრადიციებით მდიდარი სოფელი დღეს ახალი საჭიდაო დარბაზის მოლოდინშია. არხილოსკალო, სადაც არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი აღზრდილა, დარბ
წაკითხვა
პირველი არხის მომავალი შენობის არქიტექტურული პროექტი შერჩეულია - როგორი იქნება ტელევიზიის ახალი შენობა
პირველი არხის მომავალი შენობის არქიტექტურული პროექტი შერჩეულია - როგორი იქნება ტელევიზიის ახალი შენობა
დღევანდელი დღე პირველი არხისთვის ისტორიულია. ტელევიზიის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტი შერჩეულია. გამარჯვება შპს ,,თბილქალაქპროექტმა”
წაკითხვა
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება (UWW) სეზონს მნიშვნელოვანი სიახლეებით ასრულებს
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება (UWW) სეზონს მნიშვნელოვანი სიახლეებით ასრულებს
ოფიციალურად დამტკიცდა, რომ თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობებში, კონტინენტურ და მსოფ
წაკითხვა
თბილისის  აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა
თბილისის აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა
მოფრენის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ახალი ტერმინალის მშენებლობა 12 ივლისს
წაკითხვა