საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
572

ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

გიორგი კობერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-29 10:32:00

ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ივანე ნორაკიძე ისანი-სამგორის რაიონულ პოლიციაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ის გამოიკითხება იმ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა. ვიდეოში, თითქოს ცესკო-ში წარსადგენად, ელისაშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ. ხელმოწერების შეგროვებაში კი ამავე ვიდეოს ავტორების ცნობით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ ჩართულები.

 ელისაშვილის შტაბის ხელმძღვქნელი სწორედ მისი განცხადების საფუძველზე იკითხება. ივანე ნორაკიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მათ განაცხადი შეიტანეს პოლიციში, სამართალდამცავი უწყებიდან ოპერატიულად გამოეხმაურნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს. ის მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს ამომრჩევლის მოტყუების და მისი ნების გამოვლინებაში ხელის შეშლის მუხლით.

 ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ვიდეო მასალით ადვილად შესაძლებელია კონკრეტულ პირთა დადგენა, რომლებიც თითქოს ელისაშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდნენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა, პარტია დააფუძნოს
ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა, პარტია დააფუძნოს
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი - გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს და ვუსურვებ, იყოს წარმატებული მერი
ალეკო ელისაშვილი - გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს და ვუსურვებ, იყოს წარმატებული მერი
გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს და ვუსურვებ, იყოს წარმატებული მერი, - ამის შესახებ მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა გა
წაკითხვა
უბნების 80%-ის დათვლის შემდეგ, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ხმათა 51.49%-ით ლიდერობს
უბნების 80%-ის დათვლის შემდეგ, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ხმათა 51.49%-ით ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისათვის თბილისში არსებული 737 საარჩევნო უბნიდან 609+ 3-ის ანუ უბნების 83.04%-ის შედეგებია
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი: თითოეული ხმისთვის ვიბრძოლებ 
ალეკო ელისაშვილი: თითოეული ხმისთვის ვიბრძოლებ 
ალეკო ელისაშვილი საარჩევნო შტაბში შემაჯამებელ ბრიფინგს მართავს.გიორგ
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი - ხუთ საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ ე.წ. კარუსელი
ალეკო ელისაშვილი - ხუთ საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ ე.წ. კარუსელი
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მათს დამკვირვებლებზე
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს
ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს
განცხადებას აკეთებს ამ წუთებში დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. 
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი: „ქართული ოცნების“ კანდიდატს გული უსკდება მეორე ტურის პერსპექტივაზე
ალეკო ელისაშვილი: „ქართული ოცნების“ კანდიდატს გული უსკდება მეორე ტურის პერსპექტივაზე
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასა და საარ
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი: ამ ქალაქს სუფთა ჰაერივით სჭირდება ცვლილება
ალეკო ელისაშვილი: ამ ქალაქს სუფთა ჰაერივით სჭირდება ცვლილება
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თავისი არჩევანი საბურთალოს მ
წაკითხვა