საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
595

„აუდიტორია 115“ ხელისუფლებას მიმართავს, მოშიმშილე რკინიგზელებთან მოლაპარაკება დაიწყოს

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-29 13:12:00

„აუდიტორია 115“ პრემიერ-მინისტრს და პარლარლამენტს მიმართავს, მოშიმშილე რკინიგზელებთან მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს. 

ორგანიზაციის წევრის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღონ თავად მოშიმშილეებმა და არა პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა. 

ამასთან, ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია და ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი ნანა კლარჯეიშვილი არ უნდა მონაწილეობდნენ ამ დისკუსიაში, ვინაიდან მათ მოლაპარაკების რესურსი ამოწურეს. 

„საშიშროება რეალურია, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რკინიგზელები 15 დღეა აგრძელებენ შიმშილობას. დღეს ორმა რკინიგზელმა მშრალი შიმშილობა დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში რკინიგზის მაღალჩინოსნებმა პრობლემა ვერ მოაგვარეს. პირიქით, ჩვენი დაკვირვებით, ადმინისტრაციამ კონფლიქტის ესკალაციას შეუწყო ხელი. სხვა გზა აღარ დარჩა, სახელმწიფოს წარმომადგენლები უნდა ჩაერიონ პროცესში და საკუთარ თავზე აიღონ შუამავლობა ჯგუფებს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ყველაფერი დამთავრდეს ტრაგიკული და ფატალური შედეგით“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ. 

დღევანდელი აქციის ორგანიზატორი „აუდიტორია 115-ია“. ლორთქიფანიძის თქმით, ისინი მშვიდობიანი დემონსტრაციის მოწყობას აპირებენ. თუმცა, ლორთქიფანიძე პროვოკაციებს არ გამორიცხავს.

ლორთქიფანიძის თქმით, თუ ხელისუფლება არ წამოვიდა მოლაპარაკებაზე, „აუდიტორია 115“ რკინიგზელების დემონსტრაციების ორგანიზებას გააგრძელებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ევროკავშირი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას მიესალმება
ევროკავშირი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას მიესალმება
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა ევროკავშირის, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენრალური აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო სისტემის
წაკითხვა
გიორგი გახარია - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე რეგიონულ ჭრილში
გიორგი გახარია - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე რეგიონულ ჭრილში
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე რეგიონულ ჭრილში, - ამის შესახებ 
წაკითხვა
 ბაკიტჟან საგინტაევი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას რეგიონის ტრანზიტულ-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის სრულყოფილი გამოყენებისთვის დიდი ნიშვნელობა გააჩნია
ბაკიტჟან საგინტაევი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას რეგიონის ტრანზიტულ-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის სრულყოფილი გამოყენებისთვის დიდი ნიშვნელობა გააჩნია
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას რეგიონის ტრანზიტულ-სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის სრულყოფილი გამოყენებისთვის დიდი ნიშვნელობა გააჩნია
წაკითხვა
ბინალი ილდირიმი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა ისტორიული მოვლენაა
ბინალი ილდირიმი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა ისტორიული მოვლენაა
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი მიიჩნევს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა
წაკითხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა გაიარა [ვიდეო]
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა გაიარა [ვიდეო]
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა გაიარა.
წაკითხვა
ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული დანიშნულების ისტორიული პროექტია
ილჰამ ალიევი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული დანიშნულების ისტორიული პროექტია
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული დანიშნულების ისტორიული პროექტია,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რკინიგზის გახსნის
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ხვალ აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი კვირიკაშვილი ხვალ აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა