საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
572

BIAFF-ის ფარგლებში, ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“ იქნება წარმოდგენილი

თათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-30 01:36:00

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის, BIAFF-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“, რომლის ძირითადი ძირითადი ფოკუსია დაბალბიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების განვითარება, უცხოელი და ქართული ინდუსტრიის გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით. შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, განავითარონ პროექტები შემდეგი მიმართულებებით - სცენარი, საპრეზენტაციო მასალები, დაფინანსების სტრატეგია, წარმოების სტრატეგია, დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია. 

„ალტერნატიული ტალღის“ 2017 წლის გამოშვებისთვის შერჩეულია რვა ფილმის პროექტი: 

1. მკვლელობები - პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე, რეჟისორები სანდრო და ელენე ნავერიანები;
2. ნინა - პროდიუსერი და რეჟისორი კოტე თაყაიშვილი;
3. ოთარის სიკვდილი - პროდიუსერი ევა ბლონდაუ, რეჟისორი იოსებ „სოსო“ ბლიაძე;
4. პანთეონი - პროდიუსერი ვატო ქავთარაძე, რეჟისორი არჩილ ქავთარაძე;
5. სამგლე - პროდიუსერი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი;
6. უხერხემლო - პროდიუსერი და რეჟისორი გიგიშა აბაშიძე;
7. ქორწილი ჩემს ქუჩაზე - პროდიუსერი და რეჟისორი შოთა გამისონია;
8. წყნარი მთა - პროდიუსერი გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი ლუკა ბერაძე.

სკრიპტდოქტორები - ნიკოს პანაიატოპოლოსი (MFI-ს ექსპერტი), კლერ დოუნსი (EAVE-ს ექსპერტი). 

კოპროდუქციის პლატფორმების წარმომადგენლები და ორგანიზატორები - ტობიას პაუზინგერი (Cinemart, Sinelink, Biennale College - ის ექსპერტი) და გიულინ უსტუნი (Meetings On the Bridge, Berlin Coproduction Market-ის ექსპერტი). 

„ალტერნატიული ტალღა” 23-24 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება. ღია ლექციები სასტუმრო Wyndham Batumi-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. 

„ალტერნატიული ტალღა“ ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში პირველად 2015 წელს ჩატარდა. მასში შვიდი პროექტი მონაწილეობდა (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი, სერბეთი). მონაწილეებისთვის ჩატარდა ვორქშოფები და მასტერკლასები მოწვეული ტრენერების მიერ: პოლ ტაილერი, არნე ლუდვიგი, დუიგუ ტარგანი, ელენე იანოვსკი, ტობიას პაუზინგერი, გულინ უსტუნი, ზიგფრიდ და ა.შ. 

პროექტი „ალტერნატიული ტალღა“ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სან პაულოს კინოფესტივალზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ
სან პაულოს კინოფესტივალზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ
სან პაულოს
წაკითხვა
საავტორო ფილმების ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF დასრულდა
საავტორო ფილმების ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF დასრულდა
საავტორო ფილმების ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF დასრულდა. ფესტივალის გრან-პრი სერგეი
წაკითხვა
ვენეციის კინოფესტივალზე კანის საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელი გამარჯვებული რეჟისორის ფილმი უჩვენეს
ვენეციის კინოფესტივალზე კანის საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელი გამარჯვებული რეჟისორის ფილმი უჩვენეს
ვენეციის რიგით 74-ე კინოფესტივალზე კანის
წაკითხვა
ლევან კოღუაშვილის ნამუშევარი ვენეციის კინოფესტივალის სექცია Venice Gap Financing-ში აჩვენეს
ლევან კოღუაშვილის ნამუშევარი ვენეციის კინოფესტივალის სექცია Venice Gap Financing-ში აჩვენეს
ლევან კოღუაშვილის ახალი ნამუშევარი ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში, სექცია Venice Gap Finan
წაკითხვა
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება - ფოტოამბავი
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება - ფოტოამბავი
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი გრძელდება. წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ყველაზე ცნობილი მსახიობები, რეჟისორები და პროდიუსერები ენაცვლებიან.
წაკითხვა
ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრები ცნობილია
ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრები ცნობილია
BIAFF 2017-ის საერთაშორისო ჟიურის წევრები ცნობილია. კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა საერთშორისო ჟიურის ფორმირება. ფესტივალის პროგრამა მოიცავს სამ საკონკურსო სექციას - მხატვრული, დოკუმენტური და მოკ
წაკითხვა
ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციებში მონაწილე ფილმების შერჩევა დასრულდა
ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციებში მონაწილე ფილმების შერჩევა დასრულდა
ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციებში მონაწილე ფილმების შერჩევა დასრულდა. 2017 წლის საერთაშორისო
წაკითხვა
ვენეციის კინოფესტივალი გრძელდება - რა შეფასებები კეთდება და როგორ მიმდინარეობს კინოფორუმი
ვენეციის კინოფესტივალი გრძელდება - რა შეფასებები კეთდება და როგორ მიმდინარეობს კინოფორუმი
ცნობილი მსახიობები, კინოჩვენებები და ოფიციალური შეხვედრები. ვენეციის კინოფესტივალი გრძელდება. 
წაკითხვა