საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
330

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროსა და ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს

ანი ფაცია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-30 12:26:00


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროსა და ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. 

პარტიის წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე საარჩევნო ოლქის საზღვრებია გამოქვეყნებული, სადაც რამდენიმე ათეული არარსებული კორპუსია მითითებული.

ოპოზიციის განცხადებით, საუბარია დიღმის მასივში დარეგისტრირებულ 67-ე კორპუსზე, რომლის ადგილასაც რეალურად სკვერი მდებარეობს. „ნაციონალები“ ამ ფაქტთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან სწრაფ რეაგირებას მოთხოვენ. 

როგორც პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ეს ინფორმაცია სულ ახლახან გავრცელდა და ,,ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებმა და წარმომადგენლებმა არსებული დოკუმენტაცია შეისწავლეს და აღმოჩინეს არარსებული კორპუსები.

,,ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტაციით დიღმის მასივში არსებულ ერთ-ერთ სკვერში დგას კორპუსები და ეს კორპუსები მიიღებენ მონაწილეობას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. ბუნებრივია, ამ კორპუსებზე მოწერილი ადამიანები გულმხურვალედ დაუჭერენ მხარს ,,ქართულ ოცნებას” და ხმები გამოყენებული იქნება საარჩევნო მანიპულაციებისთვის. დღეს ჩვენს ხელისუფლებას უნდა მივმართოთ, რომ ამგვარი გაყალბების მეთოდები და ხერხები არ გამოვა. ჩვენ გვყავს ტოტალური კონტროლის ქვეშ ყოველი ასეთი მოქმედება, გამოვავლენთ და საზოგადოებას წარვუდგენთ, როგორ აპირებს ,,ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა