საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
425

ედპ-ის ოფისში „დაიცავი კონსტიტუციის“ ფარგლებში, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია შეხვედრას მართავს

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-30 16:02:00


„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისში „დაიცავი კონსტიტუციის“ ფარგლებში, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია შეხვედრას მართავს.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თუ კონსესუსი და დიალოგი ვერ შედგა, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშლება.

ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მარტო ვენეციის კომისიას იმისთვის, რომ შეიქმნას კონსენსუსის ილუზია, არ შეხვდებიან.

შეხვდრაზე მომზადდება ერთიანი წერილი, რომელიც ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. ბაჩუკი ქარდავას თქმით, ვენეციის კომისიას საქმის კურსში ჩააყენებენ, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკებების მაგიდა მიატოვა.

„ოპოზიცია რჩება მის პოზიციაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს და არჩევნები 2020 პროპორციული წესით ჩატარდეს“, - განაცხადა ქარდავამ.  

„ნაციონალური მიძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რუსუას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი არ შედგეს. მისი თქმით, მაშინ სტრასბურგში წასვლას აზრი არ აქვს. მისივე თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„პირველ რიგში, ოპოზიცას უნდა კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული კონსტიტუცია. გვინდა, ვამხილოთ ხელისუფლება ტყუილში უკვე მერამდენეჯერ, რომ ვითომ მზად არიან ოპიზიციასთან დიალოგისთვის. ჩვენი პოზიცია მკაფიოა. გვინდა 2020 წლისთვის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ხალხს შეუნარჩუნდეს უფლება აირჩიოს საკუთარი პრეზიდენტი. ხელისუფლება ეშმაკობს. არ უნდა ამის დაკმაყოფილება და ამბობს, რომ ოპოზიცია მზად არ არის დიალოგისთვის“, - განაცხადა რურუამ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა