საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
430

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-30 16:38:00

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკვე სამი თვე გავიდა მისი დაკავებიდან - მას შემდეგ, რაც ის საქართველოში გაიტაცეს და იძულებით დააბრუნეს აზერბაიჯანში. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მუხტარლი ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, კვლავ დაკავებულია.

„აფგან მუხტარლის დაკავება სირცხვილია, როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე საქართველოსთვის. ვერც ერთი მხარე ვერ განმარტავს, როგორ მოხდა ეს, რაც ელემენტარულ ჰუმანიტარულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი და უარი თქვას მის წინააღმდეგ წაყენებულ ცრუ ბრალდებებზე. საქართველოს ხელისუფლებამ კი, ნათელი უნდა მოფინოს იმას, თუ როგორ მოხდა მისი გატაცება“, - აცხადებს ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი იოჰან ბირი.

ამასთან, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს აზერბაიჯანში მუხტრალის მსგავსი დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას. 

„აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა გაენადგურებინა მედიაპლურალიზმი ბოლო წლებში“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ამჟამად აზერბაიჯანის ხელისუფლების დევნის სამიზნე დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო Turan-ი გახდა, რომლის ხელმძღვანელი მეჰმან ალიევი 24 აგვისტოს დააკავეს.

ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2017 წლის ინდექსის მიხედვით, აზერბაიჯანი 180 ქვეყანას შორის 162-ე ადგილზეა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მესამე სექტორი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
მესამე სექტორი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
რეპრესიები საზღვრებს მიღმა: აზერბაიჯა
წაკითხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო
წაკითხვა
ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს - რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას აფგან მუხტარლის მეუღლესთან
ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს - რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას აფგან მუხტარლის მეუღლესთან
ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს.  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლე საგამოძიეო უწყებაში ადვოკატთან ერთად მი
წაკითხვა
აფგან მუხტარლის ოჯახი იმ ფოტო და ვიდეომასალას ასაჯაროებს, სადაც, მათი თქმით, თვალთვალია ასახული
აფგან მუხტარლის ოჯახი იმ ფოტო და ვიდეომასალას ასაჯაროებს, სადაც, მათი თქმით, თვალთვალია ასახული
აფგან მუხტარლის ოჯახი იმ ფოტო და ვიდეომას
წაკითხვა
არჩილ ჩოფიკაშვილი აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლების მიმართ ახალი დანაშაულის მომზადებაზე საუბრობს - რა მასალას ასაჯაროებს ადვოკატი
არჩილ ჩოფიკაშვილი აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლების მიმართ ახალი დანაშაულის მომზადებაზე საუბრობს - რა მასალას ასაჯაროებს ადვოკატი
აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლების მიმართ ახალი დანაშაულის მომზადებაზე საუბრობს ოჯახის ადვოკატი და იმ მასალას ასაჯაროებს, რომელიც აგვის
წაკითხვა
ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლის მიმართ ახალი დანაშაული მზადდებოდეს
ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლის მიმართ ახალი დანაშაული მზადდებოდეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეუღლისა და საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი აქტივისტის, დაშგან აღალარლის მიმართ შესაძლოა, ახალი
წაკითხვა
NDI- გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ აფგან მუხტარლის საქმე საქართველოს რეპუტაციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს
NDI- გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ აფგან მუხტარლის საქმე საქართველოს რეპუტაციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლე
წაკითხვა
მთავარ პროკურატურაში აფგან მუხტარლის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა
მთავარ პროკურატურაში აფგან მუხტარლის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა
მთავარ პროკურატურაში აფგან მუხტარლის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში ხუ
წაკითხვა