საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2722

რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-30 21:11:00

სიცოცხლის ძებნა ჩვენს მიღმა, დანარჩენ სამყაროში, თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე დაუძლეველი ასპექტია. მისი სამეცნიერო მნიშვნელობიდან გამომდინარე, დიდი რესურსები ეძღვნება ახალგაზრდა მეცნიერებას — ასტრობიოლოგიას, იქნება ეს მარსზე გაგზავნილი მავალები თუ ტელესკოპური დაკვირვებები სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ პლანეტებზე.  

ამ ყველაფრის წმინდა გრაალი იქნებოდა არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა; თავის მხრივ, ამ აღმოჩენას ძირეული სამეცნიერო და ფილოსოფიური შედეგი ექნებოდა. 

თუმცა, არამიწიერი სიცოცხლე ჯერ აღმოჩენილი არაა და შესაძლოა ის საერთოდაც არ არსებობდეს. საბედნიეროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ მას ვერასოდეს აღმოვაჩენთ, ყველაფერი დაკარგული არაა: უბრალოდ მისი ძიება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საზოგადოებას. 

 

რატომ? 

პირველი — ასტრობიოლოგია არსებითად მრავალდისციპლინურია. არამიწიერი სიცოცხლის ძიება მოითხოვს, სულ მცირე, ასტრონომიას, ბიოლოგიას, გეოლოგიას და პლანეტარულ მეცნიერებას. 

ასტრობიოლოგიის დამამთავრებელი კურსები მოითხოვს, რომ გავლილი გქონდეს ყველა ეს დიციპლინა, სამაგისტრო და სადოქტორო კვლევებისთვის კი საჭიროა კარგად ერკვეოდეთ ყველა მათგანში. 

მრავალი სამეცნიერო დისციპლინის ერთმანეთთან ურთიერთქმედების გზით, ასტრობიოლოგია მეცნიერებების ნაწილობრივ გაერთიანების სტიმულს იძლევა. იგი ეხმარება 21-ე საუკუნის მეცნიერებას, რათა არ დარჩეს უკიდურესად სპეციალიზებული დღეს და შეახედოს უფრო დისციპლინათშორის მსოფლმხედველობაში, რაც წარსულში ჭარბობდა.  

იქიდან გამომდინარე, რომ მას უდიდესი გონის მქონე მეცნიერები ქმნიან, რომლებიც კარგად არიან გარკვეულნი ბუნებრივი სამყაროს მრავალ ასპექტში, ასტრობიოლოგიის სწავლება ამდიდრებს მთლიან სამეცნიერო სფეროს. 

ეს ყველაფერი მომდინარეობს მრავალი იდეიდან, რომ შესაძლებელია სამომავლო აღმოჩენების პროგნოზირება, ასეთი აღმოჩენები კი ასტრობიოლოგიის სამუდამო მემკვიდრეობად დარჩება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ იქნება თვად არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა. 

მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ ასტრობიოლოგია ღია მეცნიერებაა. 

არამიწიერი სიცოცხლის ძიებას მთელი სამყაროს მასშტაბით, ჩვენი პლანეტის ექსტრემალური გარემოდან მივყავართ მარსის ვაკეებზე თუ მიწისქვეშ, გიგანტური პლანეტების ყინულოვან ბუნებრივ თანამგზავრებსა თუ სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ უსასრულო ოდენობის პლანეტებზე. 

და ეს ძიება მაინც, გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, მართლაც აღმოვაჩენთ თუ არა სიცოცხლეს რომელიმე ამ გარემოში. 

კვლევისათვის ღია სრულიად ახალ გარემოთა დიაპაზონი არსებითად უსაზღვრო იქნება და შესაბამისად, მას აქვს პოტენციალი, გახდეს სამეცნიერო და ინტელექტუალური სტიმულირების დაუშრეტელი წყარო. 

 

კოსმოსური პერსპექტივა 

ასტრობიოლოგიის ვიწრო ინტელექტუალურ ბენეფიტთა მიღმა, საზოგადოებრივი სარგებლის ფართო დიაპაზონი იმალება. წარმოიქმნება კოსმოსური მასშტაბის პერსპექტივები, რასაც ბუნებრივად უწყობს ხელს ასტრობიოლოგია. 

უბრალოდ შეუძლებელია სიცოცხლის ძებნა მარსზე ან ნებისმიერი შორეული ვარკვლავის გარშემო მოძრავ პლანეტაზე, თუკი არ მოვშორდებით ვიწრო, დედამიწაცენტრულ გადმოსახედს, რომელიც ყოველ ეპოქაში დომინირებს ხალხის დიდი ნაწილის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.  

დღეისათვის, დედამიწა გლობალური გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის გაზრდის გზითაა შესაძლებელი. თუმცა, მთელ მსოფლიოში, ნაციონალისტები და რელიგიური ჯგუფები მაინც ახერხებენ კაცობრიობის ნაწილ-ნაწილ დახლეჩას. 

ასეთ დროს, გამაერთიანებელი კოსმოსური პერსპექტივის ზრდას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. 

კოსმოსური ეპოქის ადრეულ წლებში, აშშ-ის იმჟამინდელმა ელჩმა გაეროში, ედლი სტივენსონმა მსოფლიოს უთხრა: „შეგვიძლია აღარასოდეს ვიჩხუბოთ ერებმა ერთმანეთში, ვიდრე ჩვენ მიღმა არსებული კოსმოსი ასე საშინლად დიადია“.  

სამწუხაროდ, მისი შეხედულება ჯერ კიდევ ღრმადაა ჩაძირული ხალხის ცნობიერებაში. მეორე მხრივ, ფართო საზოგადოებრივი ინტერესი არამიწიერი სიცოცხლის ძიებისადმი ნიშნავს იმას, რომ ამ პერსპექტივის პოპულარიზაციაში, ასტრობიოლოგიას უზარმაზარი საგანმანათლებლო როლის შესრულება შეუძლია.  

სანაცვლოდ, მზის სისტემის კვლევის ერთადერთი გზაა კოსმოსური ხომალდის გაგზავნა, რაც დიდწილად ასტრობიოლოგიურ მიზნებს ემსახურება; შედეგად, ვიღებთ ჩვენი პლანეტის ფოტოებს, რომლებიც ნათლად გვაჩვენებს მის რეალურ კოსმოსურ ადგილს. 

გარდა ამისა, ასტრობიოლოგია ქმნის მნიშვნელოვან ევოლუციურ პერსპექტივას ადამიანის საქმიანობაში. იგი მოითხოვს ღრმა ან თუნდაც დიდი ისტორიის შეგრძნებას. ამის გამო, ასტრობიოლოგიის ბევრი კურსი სამყაროს ისტორიის ზოგადი მიმოხილვით იწყება. 

ეს ყველაფერი დიდი აფეთქებით იწყება და თანდათანობით მიემართება ქიმიურ ელემენტთა წარმოშობის, ვარსკვლავებისა, გალაქტიკებისა და პლანეტური სისტემების ევოლუციის, სიცოცხლის წარმოშობისაკენ, მიმოიხილავს ევოლუციურ ისტორიას — პირველი უჯრედებიდან დაწყებული კომპლექსური ცხოველებით, მაგალითად ჩვენით დამთავრებული.  

ამის მსგავსი ღრმა ისტორია გვეხმარება მოვათავსოთ ადამიანთა საქმიანობა დროის მონაკვეთში და შესაბამისად, ავსებს სივრცის კვლევის შედეგად უზრუნველყოფილ კოსმოსურ პერსპექტივას. 

 

პოლიტიკური მნიშვნელობა 

არსებობს პრუსიელ ბუნებისმეტყველ ალექსანდერ ჰუმბოლდტთან დაკავშირებული ერთი ცნობილი აფორიზმი, რომლის მიხედვითაც, „ყველაზე საშიში მსოფლმხედველობა არის მათი მსოფლმხედველობა, რომლებსაც არ უნახავთ მსოფლიო“. 

ჰუმბოლდტი სავარაუდოდ გულისხმობდა საერთაშორისო მოგზაურობის გონების გამაფართოებელ პოტენციალს. 

მაგრამ ასტრობიოლოგიის მიერ უზრუნველყოფილი ახლო ურთიერთობა კოსმოსურ და ევოლუციურ პერსპექტივებთან, რომელსაც უმძლავრესად ზრდის დედამიწის ნამდვილი ხედები კოსმოსიდან, ასევე ნამდვილად აფართოებს თვალსაწიერს ძირითადად იმის გამო, რომ მსოფლიოს უფრო ნაკლებ დანაწევრებულს და უსაფრთხოს ხდის. 

ამ პერსპექტივას თან ახლავს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი: როგორც გონიერი ტექნოლოგიური სახეობა, რომელიც ამჟამად ფლობს სამყაროში ცნობილ ერთადერთ ცოცხალ პლანეტას — კაცობრიობას აქვს პასუხისმგებლობა განავითაროს ყველა იმ სიტუაციის მართვისათვის  შესაფერისი საერთაშორისო სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუციები, რომელშიც შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდეთ. 

1925 წელს, თავის მონუმენტურ ნაშრომში „ისტორიის მიმოხილვა“, ბრიტანელი მწერალი ჰერბერტ უელსი შენიშნავდა: „კაცობრიობის ისტორია უფრო და უფრო დაემსგავსა შეჯიბრს განათლებასა და კატასტროფას შორის“. 

მსგავსი დაკვირვება განსაკუთრებით დროული ჩანს დღეს არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისათვის, სადაც ჭარბობს ირაციონალური გადაწყვეტილებები, რომლებშიც ხელისუფალნი ხშირად აიგნორებენ ფართო პერსპექტივებს, რამაც საბოლოოდ, შესაძლოა ჩვენი პლანეტა კატასტროფამდეც მიიყვანოს. 

იან კროუფორდი — ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიწვეული მკვლევარი ასტრონომიაში, ლონდონის უნივერსიტეტის ბირბეკის კოლეჯის პროფესორი პლანეტარულ მეცნიერებასა და ასტრობიოლოგიაში. 


მომზადებულია theconversation.com-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ბელფასტის ქვინის უნივერსიტეტისა და გერმან
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლა
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა