საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
318

აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე კვირის წინ დახურულ ღია კაფეების ნაწილზე მერიამ მუშაობის ნებართვა გასცა

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-31 17:04:00

აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე კვირის წინ დახურულ ღია კაფეების ნაწილზე მერიამ მუშაობის ნებართვა გასცა. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ზურა წიკლაურის განცხადებით, ამ ეტაპზე დაახლოებით ოცდაერთი მიმართვა აქვთ, აქედან ცხრაზე უკვე გაცემულია ნებართვა. 

"ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა აღმაშენებლის გამზირზე ჩაატარა ჩვეულებრივი ღონისძიება. ჩვენ გვაქვს ამჟამად დაახლოებით ოცდაერთი მომართვა. ცხრა უკვე დაკმაყოფილებულია. დარჩენილ ცხრაზე ახლა გავცემთ ნებართვას. სამ-ოთხ ობიექტზე კი ველოდებით დამატებით დოკუმენტაციას",- განაცხადა ზურა წიკლაურმა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, აგვისტოს შუა რიცხვებში, ახალ აღმაშენებელზე უნებართვოდ მოწყობის გამო ღია კაფეების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა. მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურს განსაზღვრულ ვადებში გარე კონტრუქციების განთავსების დოკუმენტაცია ვერ წარუდგინეს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე