საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
378

ელიავას ბაზრობის დასრულებულ პროექტს გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს მერია სექტემბრის შუა რიცხვებში წარუდგენს

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-31 17:10:00

ელიავას ბაზრობის დასრულებულ პროექტს გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს თბილისის მერია სექტემბრის შუა რიცხვებში წარუდგენს, რის შემდეგაც განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნება, - ამის შესახებ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზურა წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

ზურა წიკლაურის განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონს გადააჭარბებს. 

"გენერალური გეგმა წარმოდგენილი იქნა 30 ივნისს მერიაში. ამის შემდეგ გაიმართა საჯარო განხილვები, გაკეთდა საექსპერტო შეფასებები და გადაეგზავნა სითი ინსტიტუტ საქართველოს. ამასობაში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ჩაერთო უცხოელი ექსპერტი მიწათსარგებლობის გენგეგმის განხილვაში. ექსპერტი დაასრულებს შემოწმებას და ერთობლივად შემუშავებულ, შემოწმებულ მასალებს უკვე წარვუდგენთ "სითი ინსტიტუტ საქართველოს" სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებში და ამის შემდეგ გადავგზავნით საკრებულოში განსახილველად", - განაცხადა ზურა წიკლაურმა. 

მისივე განცხადებით, ელიავას ბაზრობის ტერიტორია განვითარდება რეკრეაციული ფუნქციით ნაწილობრივ. 

როგორც ზურაბ წერეთელი აცხადებს ასევე ნაწილობრივ შეუნარჩუნდება ის ფუნქცია, რაც აქვს. 

"ყალიბდებიან საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები არქიტექტორებთან ერთად, რომ ჩამოვაყალიბოთ მთლიანი არეალის ხედვა, კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს ელიავას ბაზრობა და მიმდებარე ტერიტორია. თუ რა ფართობზე იქნება რეკრეაციული ზონები, რა ფართობს მოიცავს გასართობი ობიექტები. ვფიქრობთ,რომ აუცილებელი იქნება ავტოსადგომები ასეთ ტერიტორიაზე. ანუ ავტოსადგომები, რომ რაც შეიძლება მეტ ტერიტორიაზე განთავსდეს. აქედან გამომდინარე ვმუშაობთ და დაცული იქნება ყველას ინტერესი", - აღნიშნა არქიტექტურის სამსახურის უფროსმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კახა კალაძე - კომუნიკაცია, რაც იყო მერიის და საკრებულოს მხრიდან მოსახლეობასთან, ჩემთვის მისაღები არ არის
კახა კალაძე - კომუნიკაცია, რაც იყო მერიის და საკრებულოს მხრიდან მოსახლეობასთან, ჩემთვის მისაღები არ არის
კომუნიკაცია, რაც იყო მერიის და საკრებულოს
წაკითხვა
კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს - რა გეგმები აქვს თბილისის ახალ მერს
კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს - რა გეგმები აქვს თბილისის ახალ მერს
კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს.  როგორც არჩეულმა მერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, მერიაში იქნება რეფორმები დ
წაკითხვა
კახა კალაძე - გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რათა მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას
კახა კალაძე - გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რათა მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას
გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და
წაკითხვა
თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებია მოსალოდნელი
თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებია მოსალოდნელი
დედაქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებ
წაკითხვა
დავით ნარმანია - ვრჩები გუნდში, ვრჩები საქართველოში [ვიდეო]
დავით ნარმანია - ვრჩები გუნდში, ვრჩები საქართველოში [ვიდეო]
თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია უარყ
წაკითხვა
საერთაშორისო გამჭვირვალობა- მერიასთან არსებულ ზონალურ საბჭოში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების პრევენცია ეფექტურად უზრუნველყოფილი არ არის
საერთაშორისო გამჭვირვალობა- მერიასთან არსებულ ზონალურ საბჭოში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების პრევენცია ეფექტურად უზრუნველყოფილი არ არის
მერიასთან არსებულ ზონალურ საბჭოში ინტერეს
წაკითხვა
სანზონის დასახლებაში 1101 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს საერთო სარგებლობის ფუნქცია დაუბრუნდა
სანზონის დასახლებაში 1101 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს საერთო სარგებლობის ფუნქცია დაუბრუნდა
თბილისის მერიამ ადგილმონაცვლეობის საფუძველზე ქალაქს კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე - 1101 კ
წაკითხვა
„თბილისიმარათონი 2017“-ის გადადების შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
„თბილისიმარათონი 2017“-ის გადადების შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია  „თბილისიმარათონი 2017“-ის გადადების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული,   „თბილისიმარათონ
წაკითხვა