საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
562

საკურორტო ზონებში უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო რამდენიმე სასტუმრო დაჯარიმდა

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-31 18:50:00


საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ზედამხედველობის შესაბამისმა სამსახურმა საკურორტო ზონებში, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, რამდენიმე სასტუმრო დააჯარიმა. 

ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის ივნისიდან დღემდე, შეამოწმეს აჭარის რეგიონში 24 სასტუმრო, ანაკლიაში სამი, გურიის რეგიონში ცხრა სასტუმრო და ერთი სანატორიუმი.

გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის შემდეგ, აჭარაში მდებარე ოთხი სასტუმრო დაჯარიმდა.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ერთ-ერთი ობიექტია 100 და მეტ ადგილიანი სასტუმროები.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, შავი ზღვის სანაპიროზე 2017 წლის ზღვის სეზონზე (2017 წლის 1 ივნისიდან დღემდე) შემოწმებული იქნა გურიის რეგიონში 9 სასტუმრო და ერთი სანატორიუმი, ანაკლიაში - 3 სასტუმრო, ხოლო აჭარის რეგიონში 24 სასტუმრო. აღნიშნულ ობიექტებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ შედგა ზედამხედველობის შესაბამისი მიწერილობები, ხოლო დაჯარიმებული იქნა 4 ობიექტი (სასტუმრო) აჭარის რეგიონში (ორი სასტუმრო 100-100 ლარით, ერთი 200 ლარით, ხოლო მე-4 - 50 ლარით)“,- განუცხადა პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კახა ცერცვაძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა