საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3264

5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-31 23:58:00

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება, რომლის საშუალებითაც ირკვევა, რომ გალაქტიკური მაგნიტური ველები გალაქტიკის სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე ყალიბდება და შემდეგ, შედარებით სტაბილური რჩება. აღმოჩენა ჩვენგან 5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაზე დაკვირვების შედეგად გაკეთდა.  

ამ გალაქტიკის გარშემო არსებული მაგნიტური ველი სიძლიერითა და კონფიგურაციით ჩვენი ირმის ნახტომის მსგავსია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასტრონომებმა მისგან შესაძლოა ძალიან ბევრი შეიტყონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს სამყაროში მაგნეტიზმი.  

ამ დრომდე, გალაქტიკური მაგნიტური ველი ჯერ არავის გაუზომია ასე შორის, ანუ მისი სიცოცხლის ასე ადრეულ ეტაპზე — შორეული გალაქტიკა ჩვენს მშობლიურ გალაქტიკაზე 5 მილიარდი წლით ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, მას უკვე აქვს თითქმის იგივე მაგნიტური ველი.  

„ეს იმას ნიშნავს, რომ მაგნეტიზმი ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოიქმნება გალაქტიკის სიცოცხლის ძალიან ადრეულ ეტაპზე და შესაბამისად, თითქმის ყველა ციური სხეული მაგნიტურია. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ სამყაროს შესაცნობად, აუცილებლად საჭიროა ჯერ მაგნეტიზმი შევიცნოთ“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარი ბრაიან გენსლერი. 

გალაქტიკათა გარშემო არსებული მაგნიტური ველი გაცილებით სუსტია, ვიდრე პლანეტათა გარშემო არსებული. მაგალითად, ირმის ნახტომის ველი დედამიწისაზე დაახლოებით მილიონჯერ სუსტია. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, გალაქტიკური მაგნიტური ველი დროთა განმავლობაში ძლიერდება. 

თუმცა, ეს მოსაზრება არ დადასტურდა გალაქტიკა CLASS B1152+199-ის კვლევისას, რომელიც ნიუ-მექსიკოში განთავსებულმა რადიოტელესკოპმა Very Large Array-მ ჩაატარა. 

მსგავსი მონაცემების მიღება ძალიან რთულია, რადგან შეუძლებელია მაგნიტური ველის დაფიქსირება ასეთ წარმოუდგენლად შორ მანძილზე. ამის ნაცვლად, მკვლევრებმა ველი გაზომეს იმ ეფექტის საშუალებით, რომელიც მას მის უკან მდებარე კვაზარის შუქზე ჰქონდა. 

ფარადეის სახელით ცნობილი ამ ეფექტის დროს, მაგნიტური ველი ახდენს მასში გამავალი სინათლის პოლარიზებას, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ კვლევის შემთხვევაში. 

თუკი კვაზარი და გალაქტიკა CLASS B1152+199 ასე მოხდენილად არ ჩამწკრივდებოდნენ, ვერ შევძლებდით მისი მაგნიტური ველის გაზომვას, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ის ძალიან ჰგავს ირმის ნახტომის მაგნიტურ ველს. 

„ეს აღმოჩენა მეტად ამაღელვებელია. ახლა უკვე ჩვენს ხელთაა ყველაზე შორეული, რეკორდსმენი გალაქტიკა, რომლის შესახებაც მაგნიტური ველის ეს ინფორმაცია გვაქვს“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის რადიოასტრონომიის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი სუი ან მაო. 

ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს მაგნეტიზმი კოსმოსურ მასშტაბებში და შესაბამისად, ცოტა არ იყოს ნაადრევია იმის დაზუსტებით თქმა, თუ როგორ გამოიყენებენ ამ კვლევას მომავალში.  

დანამდვილებით კი ის ვიცით, რომ მაგნიტური ველები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამყაროს ერთიანობაში; ამჯერად, ხელში გვივარდება მათ შესასწავლად საჭირო ზოგიერთი ფასდაუდებელი მტკიცებულება. 

„არავინ იცის, თუ საიდან მომდინარეობს ან როგორ წარმოიქმნება მაგნიტური ველი. მაგრამ ამჯერად, ხელში ჩაგვივარდა ამ საიდუმლოს ამოსახსნელად საჭირო საკვანძო ინფორმაცია. ეს შესაძლებლობა მილიონობით წლის წინანდელი გალაქტიკის მაგნეტიზმის ჩანაწერების დაფიქსირებამ მოგვცა“, — ამბობს გენსლერი. 

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა. 

რადიოტელესკოპი Very Large Array, ნიუ-მექსიკო



მომზადებულია dunlap.utoronto.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
ასტრონომებმა დედამიწიდან 4 მილიარდი სინათ
წაკითხვა
ირმის ნახტომის უსწრაფესი ვარსკვლავები სხვა გალაქტიკიდანაა გამოქცეული
ირმის ნახტომის უსწრაფესი ვარსკვლავები სხვა გალაქტიკიდანაა გამოქცეული
როგორც ასტრონომთა ჯგუფმა დაადგინა, ჩვენი გალაქტიკის ყველაზე სწრაფად მოძრავი ვარსკვლავები, რომ
წაკითხვა