საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
299

"ახალი საქართველო" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პასუხობს

ანი ფაცია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-01 12:51:00


პარტიის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ მიერ შეთავაზებულ ინიციატივას, რომელიც საარჩევნო უბნებზე სკანერების დადგმას და ბიულეტენების ონლაინ რეჟიმში დათვლას ეხება, ცესკო-ს მხრიდან საპასუხო განცხადებას არაკონსტრუქციულად აფასებს. 

ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო უბანზე დადგმული სკანერებით, შესაძლებელია არჩევნების ტოტალური გაყალბების თავიდან აცილება. 

"ჩვენ გვქონდა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან საუბარი და ყველა ცალსახად დადებითად აფასებს ამ ინიციატივას. რაც შეეხება ტექნიკური შესაძლებლობებს, პირდაპირ გეუბნებით, ჩემი შვილი მიხეილ ვაშაძე რომელიც ახლა შედის სკოლაში, ისიც კი შეძლებს ამის გაკეთებას, რადგან მხოლოდ ერთ ღილაკზეა თითის დაჭერა საჭირო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ გზით მოხდება ფინანსური რესურსების დაზოგვა. გამოცდების ეროვნულ ცენტრში არსებობს ეს ტექნიკური საშუალება და მეორეც, თითოეული უბანი ჩვენ გვიღირს იმად, რომ დავხარჯოთ 500-600 ლარი, რადგან თავიდან ავიცილოთ არჩევნების ტოტალური გაყალბება", - განაცხადა ვაშაძემ. 

პარტიის ლიდერი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს იყოს კონსტრუქციული და თავი შეიკაონ პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებისგან. 

,,სკანერის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში ხმის დათვლა ეს არის შესაძლებლობა, რომ მოუსპოთ ე.წ ,,მწვანე უბნების” მექანიზმით არჩევნების გყალბების შესაძლებლობა. ჩვენი ინფორმაციით მხოლოდ თბილისში 100-დან 150-მდე უბანი უკვე გამწვანებულია, სადაც აპირებენ ოქმების წინასწარ შედგენას და ამ ბიულეტენების გადაყრას. “- განაცხადა ვაშაძემ.

პარტია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კომპრომისზე წასვლისთვის მზაობას გამოთქვას და ცესკო-ს ონლაინ რეჟიმში ხმის დათვლის პროცესის გამოყენებას მთელი საქართველოს მასშტაბის ნაცვლად, სთავაზობს თბილისსა და სხვა რამდენიმე დიდი ქალაქში. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური პარტიის ინიციატივას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აფასებს. მათი განმარტებით, არ არსებობს არც საკანონმდებლო და არც ტექნიკური მზაობა ბიულეტენების ონლაინ რეჟიმში დასათვლელად.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა