საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
386

ცესკო-ს ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენელი და თანმხლები უცხო პირები ოლქში შეიჭრნენ

ანი ფაცია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-01 15:40:00


ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს სამტრედიის საოლქო კომისიაში დარბაზის კარი, რომელიც ძირითადად დაკეტილია შეძლებისდაგვარად გააღეს და ოლქში ვიდეოგადამღები კამერით შეიჭრნენ ქრისტიან - კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი, - აღნიშნული განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძე განაცხადა. 

მისი თქმით, პარტიის წევრი მის თანმხლებ არაუფლებამოსილი უცნობი პირებთან ერთად მაშინ შეიჭრა, როდესაც სამტრედიის ოლქის კომისიის წევრები, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ამოწმებდნენ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერ მოქალაქეთა ხელმოწერების ბლანკებს.

"ოლქში შევარდნილი პირები ხმაურით, ხმამაღალი განცხადებით ხელს უშლიდნენ კომისიას მუშაობას. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია.

ანა მიქელაძის თქმით, სახეზეა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლა.

"ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს შესაბამის უწყებებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და მთელ საზოგადოებას, მიმართოს ძალისხმევას საარჩევნო პროცესში ძალადობრივი  ქმედებების პრევენციისთვის და ხელი შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის განხორციელებას", - განაცხადა მიქელაძემ. 

მისივე თქმით, ცესკო თავის მხრივ გამოიყენებს ყველა შესაძლებელ, კანონიერ ფორმას, რომ მოქალაქეებს და პროცესში ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მშვიდ საარჩევნო გარემოში მოახდინონ საარჩევნო უფლებების რეალიზაცია და განახორციელონ საკუთარი საქმიანობა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 
წაკითხვა
  ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევ
წაკითხვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს გა
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა. 
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღი დღეს გაირკვევა
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღი დღეს გაირკვევა
ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
წაკითხვა
ენმ საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს
ენმ საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს
„ნაციონალური მოძრა
წაკითხვა
საჩივრები ცესკო-სა და სასამართლოში - რა ვითარებაა არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ
საჩივრები ცესკო-სა და სასამართლოში - რა ვითარებაა არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ
საჩივრები ცესკო-ში და სარჩელები სასამართლოში - თვითმმართველობის არჩევნებზე დაწერილია 900-მდე განაცხადი. სარჩელების ნაწილი უკვე განხილულია,
წაკითხვა