საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2000

600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-01 19:09:00

თითქმის 600 წლის წინ, 1437 წლის 11 მარტის ცივ ღამეს, სეულში, კორეელმა ასტროლოგებმა ღრინკალის თანავარსკვლავედის კუდში ახალი, უცნაურად კაშკაშა ვარსკვლავი შენიშნეს. ვარსკვლავი 14 დღის განმავლობაში ჩანდა ცაზე, შემდეგ კი გაქრა. ამ უძველესი ჩანაწერების კვლევის შედეგად, თანამედროვე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამეფო-საიმპერატორო კარის ასტროლოგებმა მაშინ ნოვას აფეთქება (ე. წ. ახალი ვარსკვლავი) იხილეს, მაგრამ ამ დრომდე ვერაფრით ხერხდებოდა მისი გამომწვევი ბინარული ვარსკვლავის სისტემის პოვნა. 30 აგვისტოს, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა ძველი ნოვას ადგილმდებარეობას მიუთითებს, რომელიც ამჟამად მცირემასშტაბიანი „ჯუჯა ნოვას“ ამოფრქვევებს განიცდის. ნაშრომი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ამოფრქვევის შემდეგ, ნოვა ძალიან ხანგრძლივ სასიცოცხლო ციკლს განაგრძობს — ათასობით წელიწადის განმავლობაში წყვდიადში რჩება და საკუთარ თავს ხელახლა აშენებს, რათა კიდევ ერთხელ იქცეს სრულფასოვან ნოვად.   

„ეს გახლავთ ისტორიაში პირველი ნოვა, რომელიც თითქმის 2500 წლის განმავლობაში წარმოებული ძველი ჩინური, კორეული და იაპონური ჩანაწერების საფუძველზე აღმოვაჩინეთ“, — ამბობს კვლევის უფროსი ავტორი მაიკლ შარა, ამერიკის ბუნების ისტორიის ასტროფიზიკის დეპარტამენტის კურატორი. 

ნოვა წყალბადის უზარმაზარი ბომბია, რომელიც ბინარულ სისტემაში წარმოიქმნება, სადაც ჩვენი მზის მსგავს ვარსკვლავს სხვა, მკვდარი ვარსკვლავი — თეთრი ჯუჯა ჭამს. თეთრ ჯუჯას დაახლოებით 100 000 წელი ესაჭიროება, რათა მზის მსგავსი ვარსკვლავისგან მოპარული მატერიის ხარჯზე, წყალბადის კრიტიკულ ფენას დააგროვოს. როდესაც ის ამას მიაღწევს, მისი საბურველი ირღვევა და წარმოიქმნება სინათლის აფეთქება, რის შედეგადაც, ვარსკვლავი მზეზე 300 000-ჯერ კაშკაშა ხდება და ეს მდგომარეობა რამდენიმე დღე ან თვე გრძელდება. 

დიურჰემის უნივერსიტეტისა და ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად, შარა წლების განმავლობაში ცდილობდა იმ ბინარული ვარსკვლავის ადგილმდებარეობის დადგენას, რომელშიც 1437 წელს ნოვას აფეთქება მოხდა. ბოლო დროს, მათ საძიებო ველი გააფართოვეს და ადვილად მიაგნეს კლასიკური ნოვას ამოტყორცნილ საფარს. შედეგად, მათ დაადასტურეს კიდევ ერთი ისტორიული ჩანაწერი: ფოტოგრაფიული ფირფიტა, რომელიც1923 წელს ჰარვარდის ობსერვატორიის პერუში განთავსებული სადგურიდანაა გადაღებული. მასალა ამჟამად ინტერნეტშია ხელმისაწვდომი პროექტ Digitizing a Sky Century at Harvard-ის (DASCH) ფარგლებში.  


„ამ ფირფიტის დახმარებით, განვსაზღვრეთ თუ რამდენად გადაადგილდებოდა ვარსკვლავი ფოტოს გადაღების შემდეგ. ამის შემდეგ, როდესაც უკვე მის კვალზე ვიდექით, ვარსკვლავი 6 საუკუნით წინ დავაბრუნეთ და დიახ, ეს ის იყო — იგი სწორედ ჩვენ მიერ ნაპოვნი ამოტყორცნილი საფარის ცენტრში მოთავსდა. ეს ყველაფერი საათივით ზუსტია, სწორედ ამან დაგვარწმუნა, რომ ეს სწორედ ის ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო“, — ამბობს შარა. 

DASCH-ს 1940-იანი წლების სხვა ფოტოგრაფიული ფირფიტების წყალობით ცნობილი გახდა, რომ ეს სისტემა ამჟამად ჯუჯა ნოვაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ე. წ. „კატაკლიზმური ბინარები“ — ნოვები, ნოვათა-მსგავსი ცვალებადები და ჯუჯა-ნოვები — ერთი და იგივეა და არა ცალკეული ორგანიზმები, როგორც ეს აქამდე მიიჩნეოდა. ამოფრქვევის შემდეგ, ნოვა ხდება „ნოვას-მსგავსი“, შემდეგ ჯუჯა ნოვა, უკვე მაშინ კი, შესაძლო „ზამთრის ძილის“ შემდეგ, ყველაფერი პირიქით იწყება — ხდება ნოვას მსგავსი და შემდეგ ნოვა, რაც 100 000-ზე მეტჯერ მეორდება მილიარდობით წლის განმავლობაში.  


1437 წლის 11 მარტს აფეთქებული ნოვა

„ზუსტად ისე, როგორც კვერცხი, მუხლუხი, ჭუპრი და პეპელაა ერთი და იგივე ორგანიზმის სიცოცხლის სტადიები, ახლა უკვე ძლიერ ვუჭერთ მხარს მოსაზრებას, რომ ბინარული სისტემები ზუსტად იგივე პროცესს განიცდიან თავიანთ სიცოცხლის სხვადასხვა ფაზაში“, — აღნიშნავს შარა. 

„ამ სისტემის ევოლუციის გაგების ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ კვერცხიდან პეპლად ქცევისგან განსხვავებით, რაც სულ რაღაც ერთ თვეში ხდება — ნოვას სასიცოცხლო ციკლი ასობით ათასი წელია. სამწუხაროა, რომ ჩვენი თვალით ვერასოდეს ვნახავთ ერთ სრულ ციკლს. ნამდვილი სამეცნიერო გარღვევა იყო ის, რომ 580 წლის ასაკის კორეული ჩანაწერების საფუძველზე შევძელით ჯუჯა ნოვასა და მის მიერ ამოტყორცნილი საფარველის პოვნა, რომელიც ცაში დღესაც ჩანს“. 

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წლის მოშორ
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება უპრეცედენტო დეტალებში დააფიქსირეს
უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება უპრეცედენტო დეტალებში დააფიქსირეს
მეცნიერებისთვის ცნობილ ყველაზე მძლავრ კოს
წაკითხვა
ასტრონომებმა აფეთქებული ვარსკვლავის გულის 3D გამოსახულება შექმნეს
ასტრონომებმა აფეთქებული ვარსკვლავის გულის 3D გამოსახულება შექმნეს
დაახლოებით 30 წლის წინ, ასტრონომები უიშვი
წაკითხვა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
ასტრონომები დააკვირდნენ მასიური ვარსკვლავის სიკვდილს, რომელიც ხელახლა დაიბადა შავი ხვრელის სა
წაკითხვა
მოქალაქე ასტრონომმა ფოიერვერკის გალაქტიკაში სუპრნოვა აღმოაჩინა
მოქალაქე ასტრონომმა ფოიერვერკის გალაქტიკაში სუპრნოვა აღმოაჩინა
2017 წლის 13 მაისს, იუტის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის პედაგოგმა, NASA
წაკითხვა
რა საფრთხეს წარმოადგენს დედამიწისთვის სუპერნოვა და რა მანძილიდან გამოიწვევს ის სიცოცხლის გადაშენებას
რა საფრთხეს წარმოადგენს დედამიწისთვის სუპერნოვა და რა მანძილიდან გამოიწვევს ის სიცოცხლის გადაშენებას
თუკი 2 მილიონი წლის წინ იცხოვრებდით და ცა
წაკითხვა
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია,  რომელიც დიდი აფეთქებიდან სულ მალე განვითარებული
წაკითხვა