საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=http://old.1tv.ge/ge/news/view/176915.html&format=json): failed to open stream: Network is unreachable

Filename: news/view.php

Line Number: 32

2255

სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-01 19:37:00

სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ აღსასრულამდე, როდესაც კოსმოსური ხომალდი პლანეტა სატურნის იდუმალებით მოცულ გულში სამარადისოდ ჩაყვინთავს

ამ მოვლენის აღსანიშნავად, უკვე აღარ მოგიწევთ ძველი სიმფონიის მოსმენა — სწორედ ამიტომ, ასტროფიზიკოსთა ჯგუფმა, სატურნისა და მისი მთვარეების ორბიტული ცეკვისგან მუსიკა შექმნეს. 

ეს ყველაფერი უკავშირდება ხომალდის 13 წლიან საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მან მონაცემთა წარმოუდგენლად დიდი ოდენობა შეაგროვა მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პლანეტის შესახებ. 

მუსიკა სატურნის რადიოგამოსხივებისგან არაა შექმნილი. ამის მაგივრად, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა მუსიკა სატურნისა და მისი მთვარეების ორბიტულ რიტმზე დაყრდნობით შექმნეს.  

„NASA-ს კასინის მისიის დიდი ფინალის (15 სექტემბერი) აღსანიშნავად, სატურნის მთვარეები და რგოლები ორ ცალ მუსიკად დავაკონვერტირეთ“, — განმარტავს პრესრელიზში ასტროფიზიკოსი და მუსიკოსი მატ რუსო. 

მუსიკა მათ ორბიტული რეზონანსისგან შექმნეს. ეს მოვლენა მაშინ ხდება, როცა სხეულები ორბიტაზე განსხვავებული სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ თავიანთ თავდაპირველ პოზიციას იგივე დროში უბრუნდებიან.  

მაგალითად, სატურნის პირველი ყველაზე დიდი მთვარე — მიმასი, ორ ორბიტას ასწრებს მანამ, სანამ მესამე მთვარე თეტისი ერთს შეასრულებს.  

იგივე მოდელი შეიმჩნევა მეორე და მეოთხე მთვარეების — ენცელადისა და დიონას შემთხვევაშიც. პირველი მუსიკა მთავრდება მეხუთე და მეექვსე დიდი მთვარეების — რეასა და ტიტანის რეზონანსით. ექვსივე მთვარის ორბიტული რეზონანსი 27 ოქტავამდე ადის ადამიანის სმენის დიაპაზონში. 

მთვარეთა სისტემის სიმულაციის გამოყენებით, ნოტი იკვრება მთვარეთა ყოველი ორბიტის შესრულებისას. 


„იქიდან გამომდინარე, რომ ნოტების სიხშირის გაორმაგება ამავე ნოტის ოქტავის აწევას იწვევს, ოთხი შიდა მთვარე წარმოქმნის მხოლოდ ორ განსხვავებულ ნოტს“, — ამბობს რუსო. 

მეხუთე, მთავარ მთავარ აკორდს მთვარე რეა ამთავრებს, რასაც სატურნის უდიდეს მთვარე ტიტანთან ავბედითი შეხვედრა წარმოქმნის.  

ამის შემდეგ, ხმა სატურნის რგოლებზე გადადის, ბგერის სიმაღლეებს აქაც მათი ინდივიდუალური ორბიტული სიხშირეები განსაზღვრავს ფინალურ აკორდამდე, რომელიც წარმოადგენს კასინის ჩაშვებას, რაც წარმოიქმნება სატურნის სიხშირეთა რყევების კომბინაციით. 

მეორე ნაწილი ეფუძნება მზის სისტემის ციცქნა, უნიკალური მთვარეების წყვილის — იანუსისა და ეპიმეთეს ორბიტულ რეზონანსს. ისინი ე. წ. თანაორბიტული მთვარეებია, ანუ, იმყოფებიან ერთმანეთთან ძალიან ახლოს და იზიარებენ არარეგულარულ ორბიტას. 


იმის გამო, რომ ერთ-ერთი მათგანი სატურნთან უფრო ახლოსაა (დაახლოებით 50 კმ-ით), მისი ორბიტა ოდნავ სწრაფია, იგი თანდათანობით ეწევა მეორე მთვარეს. როდესაც ეს მოხდება, ორ მთვარეს შორის წარმოქმნილი გრავიტაციული ურთიერთქმედება ერთ-ერთ მათგანს უკან ათავსებს და მეორის წინაშე არხევს. 

ისინი ადგილებს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ცვლიან და ერთმანეთთან 15 000 კმ-ზე ახლოს არასოდეს მიდიან. მომდევნო ასეთი ცვლილება 2018 წელს მოხდება. 

ჯგუფის მიერ შექმნილი კომპოზიცია კასინის მისიის ბოლო რამდენიმე თვის მოღვაწეობის სიმულაციას ახდენს. 

მომზადებულია media.utoronto.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმ
წაკითხვა
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასი
წაკითხვა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლი
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
15 სექტემბერს, დილით ადრე, NASA-ს კოსმოსუ
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
სულ რაღაც 13 დღე რჩება NASA-ს კოსმოსურ ხო
წაკითხვა
კასინიმ სატურნზე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“ შენიშნა [ვიდეო]
კასინიმ სატურნზე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“ შენიშნა [ვიდეო]
სატურნთან მყოფი NASA-ს კოსმოსური ხომალდი
წაკითხვა