საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
602

Dell-ის დამფუძნებელი, მაიკლ დელი ქარიშხალ ჰარვის შედეგად დაზარალებულებისთვის 37 მილიონს გაიღებს

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-02 00:14:00

ამერიკელი მილიარდერი მაიკლ დელი ქარიშხალ ჰარვის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 37 მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს ყველაზე დიდი შემოწირულობა იქნება, ამ დროისთვის. აღსანიშნავია, რომ კომპანია Dell-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი წარმოშობით ქალაქ ჰიუსტონიდანაა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ქარიშხლის შედეგად. მაიკლ დელმა და მისმა ცოლმა სიუზანმა, ტეხასის გუბერნატორ გრეგ ებოტთან ერთად ასევე განაცხადეს ტეხასის აღდგენის ფონდის შექმნის შესახებ, სადაც უკვე გადარიცხეს 17 მილიონი დოლარი. 

"ეს კატასტროფა პირადულია ყველასთვის, ვისი ფესვებიც ტეხასიდანაა. ჩვენ ორივე დავიბადეთ და გავიზარდეთ ტეხასში. ახლა ის ქუჩა, რომელზეც მაიკლი იზრდებოდა, წყლით არის დაფარული", - ნათქვამია მაიკლისა და სიუზანის განცხადებაში.

მსხვილმა კორპორაციებმა ქარიშხალ ჰარვის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად უკვე გამოუვეს ჯამში 113 მილიონ დოლარზე მეტი და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება. სავაჭრო ქსელმა Walmart-მა დაზარალებულთა დასახმარებლად და აღდგენითი სამუშაოებისთვის 20 მილიონი დოლარი გამოყო, კომპანია Verizon-მა კი - 10 მილიონი დოლარი.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი