საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
505

თორნიკე ოქრიაშვილი ფორმაში შედის

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-02 16:57:00


დღეს, ირლანდიასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთ ლიდერი, თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარება.

"კრასნოდარის" 24 წლის შემტევი ნახევარმცველს გასულ სეზონში, რუსეთის პრემიერლიგის XIX ტურში, მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრისას დაშავდა - მას ჯვარედინი იოგები დაუწყდა და მკურნალობასა და მერე რეაბილიტაციაზე დიდი დრო დასჭირდა.

ოქრიაშილმა ვარჯიში მცირე ხნის წინ განაახლა. ის "კრასნოდარში" მთავარ ჯგუფთან ერთად  სრული დატვირთვით ემზადება და იმედი აქვს, რომ მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

ოქრიაშვილი ნელ-ნელა ფორმაში რომ შედის, გუნდის ვარჯიშზე გატანილი გოლიც მეტყველებს - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საკმაოდ შორიდან ეფექტური დარტყმით გაიტანა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე