საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2404

რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა - ახალი კვლევა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-02 21:01:00

ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ასობით ათასი ვარსკვლავის სამოძრაო გზის კვლევის საფუძველზე, მეცნიერებმა გარკვეული გათვლები წარმართეს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ მათგანს შეუძლია უბიძგოს კომეტებს ორბიტიდან მოწყვეტა და ჩვენს სამეზობლოში შემოჭრა. 

როგორც აღმოჩნდა, ორ ათეულზე მეტია ისეთი ვარსკვლავი, რომლებიც მზის სისტემასთან საკმარისად ახლოს მოდიან იმისათვის, რათა ეს ავბედითი მოვლენა თავს დაგვატეხონ. თუმცა ნუ შეგეშინდებათ, საუბარია მომდევნო მილიონი წლის პერიოდზე, შესაბამისად, თამამად შეგვიძლია კომეტის შეჯახება კაცობრიობის უდიდეს საფრთხეთა შორის, ფსკერზე მოვათავსოთ.  

ირმის ნახტომის დაახლოებით 320 000 ვარსკვლავის ორბიტის საკონტროლებლად, მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრებმა, კოსმოსურ ტელესკოპ გაიას მიერ შეგროვილი მონაცემები გამოიყენეს; ყველა მათგანი ირმის ნახტომის გარშემო ნელა მოძრაობს. შედეგად, შესაძლებელი გახდა იმის პროგნოზირება, თუ რომელი მათგანი უნდა მოვიდეს ჩვენი მზის სისტემის გალაქტიკურ ყურისძირში. 

ამ ეტაპზე, მზის უახლოესი ვარსკვლავური მეზობელია პროქსიმა კენტავრი — 4,3 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავური ტრიოს ერთ-ერთი წარმომადგენელი. 

შესაძლოა ეს მანძილიც კი წარმოუდგენლად დიდი გეჩვენოთ, მაგრამ გალაქტიკურ მასშტაბებში საკმაოდ ახლოსაა იმისათვის, რათა მათმა გრავიტაციამ მათ კიდეზე განლაგებული ობიექტებს ფაქიზად აიძულოს შემოიჭრან მზის სისტემის კიდეში — ზონაში, რომელსაც ოორტის ღრუბელს უწოდებენ. 

ეს ზონა იმდენად შორსაა, რომ იქ არც თუ ისე ბევრი მზის შუქი აღწევს, შესაბამისად, ასტრონომებს ეს ციური ყურე ჯერ კარგად არც უნახავთ. თუმცა, დარწმუნებულნი არიან მის არსებობაში, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ნაწილი მასიურ ორბიტაზე იკლაკნება და მზისკენ ეცემა, რაც წარმოშობს მტვრისა და გაზის გრძელ, საყოველთაოდ ცნობილ კუდს. 

ოორტის ღრუბელი გადაჭიმულია 20 000-100 000 ასტრონომიულ ერთეულზე; სიმკვრივე პიკს 40 000 ასტრონომიული ერთეულის ნიშნულზე აღწევს. 

ამ უზარმაზარ არეალზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, იხილეთ დიაგრამა. 

 

იმისათვის, რათა გარკად გაიაზროთ ვარსკვლავთა მასშტაბების ეს საზომი ერთეულები, გახსოვდეთ, რომ 1 ასტრონომიული ერთეული არის მანძილი დედამიწასა და მზეს შორის (150 მლნ კმ), ერთი სინათლის წელი კი დაახლოებით 60 000 ასტრონომიულ ერთეულს უდრის. 

იქიდან გამომდინარე, რომ ირმის ნახტომი ნელა ბრუნავს, მისი ვარსკვლავები საკუთარ ორბიტებზე მოძრაობენ გალაქტიკის ცენტრის გარშემო (სადაც მოთავსებულია სუპერმასიური შავი ხვრელი), რაც იმას ნიშნავს, რომ პროქსიმა კენტავრი მზესთან ასე ახლოს სამუდამოდ ვერ იქნება. 

მკვლევართა გათვლით, ნებისმიერ ერთ მილიონ წელიწადიან პერიოდში, დედამიწიდან 16,3 სინათლის წლის მანძილზე არეალში იქნება 490-600 ვარსკვლავი, მრავალი კი მოვა და წავა. 

იმის გამო, რომ ჩვენს უკანა ეზოში ყინულოვან ნარჩენებს მზის გრავიტაცია უწესრიგოდ ინარჩუნებს ადგილზე, ეს მანძილიც კი საკმარისია იმისათვის, რომ სიახლოვეს ვარსკვლავთა ჩავლისას, მათი ორბიტა მცირე გრადუსით შეიცვალოს და დაირღვეს სტაბილურობა. 

რეალური საფრთხე შეიძლება მოდიოდეს 19-24 ვარსკვლავისგან, რომლებიც მზის სისტემასთან 3,26 სინათლის წლის მანძილზე მოვლენ და ფაქიზ ბიძგებს უფრო მტკიცე პულსებად აქცევენ. 

ყველაზე ახლოს მზესთან მაინც Gliese 710 მოვა — ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც პირდაპირ ოორტის ღრუბელში შემოვა 1,3 მილიონი წლის შემდეგ, უკიდურესად ახლოს, 16 000 ასტრონომიული ერთეულის (77 სინათლის დღე) მანძილზე. 

ციფრებთან დაკავშირებით, ზუსტი დასკვნების გაკეთება ვერ ხერხდება, რადგან საჭიროა მეტი მონაცემები, რათა პროგნოზები უფრო ზუსტი იყოს. ასევე არსებობს ეჭვები აჩრდილისებრ ვარსკვლავებთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ არ გვაქვს არანაირი ცნობა. მათ შორის არის ჩვენი მზის ჰიპოთეტური ბნელი ტყუპისცალი, სახელად ნემესისი

დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ რომელიმე ასეთი მოახლოება აუცილებლად გამოიწვევს მზის შიდა ნაწილში კომეტების შემოყრას და დედამიწასთან შეჯახებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასტეროიდებისგან განსხვავებით, კომეტათა შეჭრა ნებისმიერი პლანეტის ატმოსფეროში, უკიდურესად იშვიათია. 

მაგრამ თუკი რისკებს შევაფასებთ, შეჯახების შანსი მაინც არსებობს. როგორც ერთ-ერთი ბოლო კვლევა გვთავაზობს, ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ მზის სისტემაში არსებულ მასიურ კომეტათა ოდენობას, შესაბამისად, მეტი ყურადღება გვმართებს. 

ასტეროიდებისგან განსხვავებით, კომეტები ყინულისა და ქანების აგრეგატებს უფრო მეტად კარგავენ. მზესთან მიახლოების კვალდაკვალ, ისინი იშლება და ხშირად, გზადაგზა ტოვებენ მტვრის გრძელ კუდს. 

იქიდან გამომდინარე, რომ კომეტა იმ მოვლენაში მონაწილე ერთ-ერთი ყველაზე მეტად სავარაუდო კანდიდატია, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია — მზის სისტემის გარე საზღვრების თვალთვალი ისეთივე საჭიროდ უნდა მივიჩნიოთ, როგორც ასტეროიდთათვის თვალყურის დევნება. 

ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ის ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია, სწორედ რომელიმე ვარსკვლავის მოახლოებამ გამოაგდო ორბიტიდან და დედამიწისკენ სტყორცნა. 


მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით  

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა
მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა
ამ დრომდე, ჩვენ მიერ დაფიქსირებული ყველა
წაკითხვა
იმოგზაურეთ მზის სისტემაში Google Maps-ის საშუალებით
იმოგზაურეთ მზის სისტემაში Google Maps-ის საშუალებით
კოსმოსში წასვლა ყველას არ შეგვიძლია, მაგრ
წაკითხვა
ასტროფიზიკოსები მზის სისტემაში შემოჭრილ პირველყოფილ კომეტას აკვირდებიან
ასტროფიზიკოსები მზის სისტემაში შემოჭრილ პირველყოფილ კომეტას აკვირდებიან
ასტრონომთა ჯგუფმა ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ ჯევიტის ხელმძღვან
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
1 სექტემბერს, დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის
1 სექტემბერს, დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის
დედამიწის ორბიტის შიგნით, ათასობით სხეული
წაკითხვა
NASA დედამიწისკენ მომავალ ასტეროიდზე პლანეტარული თავდაცვის სისტემას გატესტავს
NASA დედამიწისკენ მომავალ ასტეროიდზე პლანეტარული თავდაცვის სისტემას გატესტავს
ჩვენი მზის სისტემა სავსეა კოსმოსური კლდოვ
წაკითხვა
როდის დატოვებს პირველი ადამიანი მზის სისტემას?
როდის დატოვებს პირველი ადამიანი მზის სისტემას?
ათასი წელიწადი. ეს ის მინიმალური დროა, რომელიც ამჟამინდელი მეთოდების პირობებში ჩვენს უახლოეს
წაკითხვა
NASA-მ ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია შეაჩერა
NASA-მ ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია შეაჩერა
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, NASA-ს ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია (Asteroid Redirect mi
წაკითხვა