საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
368

წელს გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მოხელეებს გასაუბრება ჩაუტარდებათ

ეკატერინე კოპალიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-05 18:27:00

2017 წელს გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მოხელეებს გასაუბრება ჩაუტარდებათ. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა მათ სამუშაოდ ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში. ამას საქართველოს მთავრობის მიღებული დადგენილება ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა. 

„2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების თანახმად, მოხელეთა ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის შესაბამისობას მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან შეფასების კომისია დაადგენს. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი/საკრებულოს თავმჯდომარე წარუდგენს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ამ კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, შესაფასებელი მოხელე უფლებამოსილია, გაეცნოს მის მიმართ შედგენილ უშუალო ხელმძღვანელის დახასიათებას, ხოლო უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი თანამდებობის პირის დახასიათებას და სურვილის შემთხვევაში, გასაუბრებამდე წერილობით წარუდგინოს კომისიას თვითშეფასება.

შესაფასებელი მოხელე ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგინოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია,რომ გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მოხელეებთან გასაუბრება და მათი შეფასება უნდა დასრულდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მთავრობამ 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესი დაამტკიცა
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს
წაკითხვა
არასამთავრობო ორგანიზაცია „დროას“ ინფორმაციით, ხელისუფლება მუნიციპალიტეტების ნაცვლად სადროშოების შექმნას გეგმავს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დროას“ ინფორმაციით, ხელისუფლება მუნიციპალიტეტების ნაცვლად სადროშოების შექმნას გეგმავს
ხელისუფლება მუნიციპალიტეტების ნაცვლად სადროშოების შექმნას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას
წაკითხვა
მუნიციპალიტეტებს შესაძლოა, ერთზე მეტი აიპი-ს შექმნის უფლება აღარ ჰქონდეთ
მუნიციპალიტეტებს შესაძლოა, ერთზე მეტი აიპი-ს შექმნის უფლება აღარ ჰქონდეთ
მუნიციპალიტეტებს შესაძლოა, ერთზე მეტი აიპი-ს შექმნის უფლება აღარ ჰქონდეთ. ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
წაკითხვა
ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტების შეერთების საკითხს, მწვავე განხილვების შემდეგ, მხარი დაუჭირა
ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტების შეერთების საკითხს, მწვავე განხილვების შემდეგ, მხარი დაუჭირა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომამ 12-3-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდი
წაკითხვა
მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების ხმაურიანი განხილვა ზუგდიდისა და გორის რაიონების საკრებულოებში
მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების ხმაურიანი განხილვა ზუგდიდისა და გორის რაიონების საკრებულოებში
ხმაური მოჰყვა ზუგდიდის რაიონის საკრებულოში მუნიციპალიტეტების გაერთიანების თაობაზე სამთავრობო კომისიის წინადადების განიხილვას. <
წაკითხვა
ქობულეთში მუნიციპალიტეტებისთვის  დაფინანსების წესის განსაზღვრაზე იმსჯელეს
ქობულეთში მუნიციპალიტეტებისთვის დაფინანსების წესის განსაზღვრაზე იმსჯელეს
ქობულეთში მუნიციპალიტეტებისთვის  დაფინანსების წესის განსაზღვრაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ფინანსუ
წაკითხვა
რამდენად რაციონალურად იყენებენ საწვავს მუნიციპალიტეტებში - საია-ს კვლევა
რამდენად რაციონალურად იყენებენ საწვავს მუნიციპალიტეტებში - საია-ს კვლევა
საია ახალ კვლევას აქვეყნებს - რამდენად რაციონალურად იყენებენ საწვავს მუნიციპალიტეტებში და სარგებლობენ თუ არა სახელმწიფო მოხელეები პოზიციით,
წაკითხვა
მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციათა ნუსხა იზრდება
მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციათა ნუსხა იზრდება
მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციათა ნუსხა იზრდება. ამას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგე
წაკითხვა