საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1425

მოლდოვის პრეზიდენტმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში დაგეგმილ ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობა აუკრძალა

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-06 10:07:00


მოლდოვის პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში დაგეგმილ ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობა აუკრძალა. ალიანსის სწავლება Rapid Trident უკრაინაში 7-23 სექტემბერს ჩატარდება. 

„მიუღებელია მოლდოველი სამხედროების მონაწილეობა სამხედრო წვრთნაში ქვეყნის საზღვრებს გარეთ“, - დაწერა დოდონმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. 

იგორ დოდონმა პოსტს თან დაურთო მოლდოვის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გეორგე გალბურასა და თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, უშიშროების საბჭოს მდივნის არტურ გუმენიუკის წერილები. 

თავის წერილში თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსურლებელი იტყობინება უკრაინის ლვოვის ოლქში ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად 57 სამხედროს გაგზავნის გეგმის შესახებ. როგორც გალბურა წერს, მოლდოველი ჯარისკაცები ამ სამხედრო მანევრებში 1996 წლიდან მონაწილეობენ. 

საპასუხო წერილში პრეზიდენტის მრჩეველი არტურ გუმენიუკი თავდაცვის მინისტრს ატყობინებს, რომ პრეზიდენტმა ნატო-ს წვრთნებში მოლდოველი სამხედროების მონაწილეობის საკითხი არ დაამტკიცა. 

„ამის გათვალისწინებით, გთხოვთ, მიიღოთ ზომები წვრთნაზე სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის მოსამზადებელი ღონისძიებების გასაუქმებლად და აცნობოთ ორგანიზატორებს იმის შესახებ, რომ მოლდოვის რესპუბლიკა აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობას არ მიიღებს“, - წერს გუმენიუკი.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდ
წაკითხვა
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება "მოამბეში"
მოითხოვს თუ არა საქართველოში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული
წაკითხვა
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
მეგის ქარდავას პოლიტიკური თავშესაფარი არ
წაკითხვა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. პაველ კლიმკინმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინელი
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა
პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალები დონბასში, კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან დაბრუნებისთვის მზად უნდა იყვნენ
პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალები დონბასში, კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან დაბრუნებისთვის მზად უნდა იყვნენ
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, დონბასში, კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან დ
წაკითხვა