საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
597

Facebook-მა აღიარა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რეკლამის განთავსების უფლება რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიას მიჰყიდა

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-07 01:36:00

Tags:Facebook

Facebook-მა აღიარა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსების უფლება რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიას მიჰყიდა. 

ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ამის შესახებ Facebook-ის წარმომადგენელმა კონგრესში გამომძიებლებს უამბეს. 
გავრცელებული ცნობით, Facebook-მა დაადგინა რომ აღნიშნულმა კომპანიამ რეკლამის განთავსებაში 100 000 დოლარი გადაიხადა. როგორც Washington Post-ი წერს, ის დაკავშირებულია „რუსულ ტროლებთან“, რომლებიც კრემლის პროპაგანდას ეწეოდნენ. 

როგორც სოციალური ქსელის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სარეკლამო ბანერებს მომხმარებლები ისეთ გვერდებზე გადაჰყავდათ, რომლებზეც აშშ-ის მოქალაქეებისთვის სენსიტიურ თემებს განიხილავდნენ.

მაგალითისთვის, როგორიცაა იარაღის ტარების უფლება, იმიგრაცია, ელგებეტე თემის უფლებები და რასობრივი დისკრიმინაცია.

„ამ გვერდებზე შუღლის გაღვივებას ცდილობდნენ და შესაბამისად, სოციალური ქსელის ქცევის წესებს არღვევდნენ“,- ამბობენ Facebook-ში.

ამ გვერდების გამოვლენა შიდა გამოძიების შედეგად მოხერხდა და ამჟამად ყველა მათგანი დახურულია.

2016 წელს ბევრი ამტკიცებდა, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ხელი სოციალურ ქსელებში ე.წ. ყალბი ახალი ამბების გავრცელებამ შეუწყო. Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი არაერთხელ გაკიცხეს იმის გამო, რომ ამ თემას არასერიოზულად მიუდგა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სენატში Facebook-ის, Google-ისა და Twitter-ის წარმომადგენლებს რუსული პროპაგანდის შესახებ მოუსმინეს
სენატში Facebook-ის, Google-ისა და Twitter-ის წარმომადგენლებს რუსული პროპაგანდის შესახებ მოუსმინეს
წაკითხვა
Facebook-ის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის პოსტებმა 2016 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ 126 მილიონი ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებელი მოიცვა
Facebook-ის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის პოსტებმა 2016 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ 126 მილიონი ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებელი მოიცვა
სოციალურ ქსელ
წაკითხვა
რუსეთში შესაძლოა, Facebook-ი დაიბლოკოს
რუსეთში შესაძლოა, Facebook-ი დაიბლოკოს
რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველობის ორგანოს „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელი რუსეთში Facebook-ის დაბლოკვით დაიმუქრა. 
წაკითხვა
ფეისბუქის ახალი ფუნქცია - როგორ დავაღწიოთ თავი მეგობრების მომაბეზრებელ პოსტებს
ფეისბუქის ახალი ფუნქცია - როგორ დავაღწიოთ თავი მეგობრების მომაბეზრებელ პოსტებს
ფეისბუქი ახალ ფუნქციას ტესტავს. Snooze -
წაკითხვა
ფეისბუქზე მალე ფერადი კომენტარები გამოჩნდება
ფეისბუქზე მალე ფერადი კომენტარები გამოჩნდება
​ფეისბუქი განვითარების ტემპს არ ანელებს და სიახლეებს გვთავაზობს. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე დიდ
წაკითხვა
Facebook ვიდეოსერვისის დანერგვას და Youtube-თან კონკურენციას გეგმავს
Facebook ვიდეოსერვისის დანერგვას და Youtube-თან კონკურენციას გეგმავს
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოც
წაკითხვა
Facebook Stories მალე ჩვენს კომპიუტერებშიც გამოჩნდება
Facebook Stories მალე ჩვენს კომპიუტერებშიც გამოჩნდება
Facebook Stories მალე ჩვენი ტელეფონების პარალელურად კომპიუტერებშიც გამოჩნდება. Snapchat-ის იდ
წაკითხვა
Facebook-ი საქართველოში თანამშრომელს ეძებს
Facebook-ი საქართველოში თანამშრომელს ეძებს
Facebook-ი საქართველოში თანამშრომელს
წაკითხვა