საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1268

ექიმის ინფორმაციით, ავღანეთში დაჭრილი ივერი ბუაძის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა, თუმცა შეინიშნება დადებითი დინამიკაც

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-07 13:39:00

ავღანეთში, ბაგრამის საავციაო ბაზასთან აფეთქების დროს დაჭრილი ქართველი სამხედროს, ივერი ბუაძის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ პირველ არხს 23-ე ბატალიონის სამედიცინო ოცეულის მეთაურმა, რატი შოშიტაშვილმა განუცხადა.

როგორც შოშიტაშვილმა აღნიშნა, დამაკმაყოფილებელია კიდევ ორი დაჭრილი სამხედროს, გიორგი წიქარიშვილისა და ირაკლი კუჭუხიძის მდგომარეობა.

"გუშინ დაშავებული სამი სამხედრო მოსამსახურე გადაყვანილია აგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში. გიორგი წიქარიშვილისა და ირაკლი კუჭუხიძის მდგომარეობა ამ დროისთვის  არის დამაკმაყოფილებელი. იგეგმება მათი გადაყვანა გერმანიაში.  ივერი ბუაძის მდგომარეობა კი, რჩება სტაბილურად მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკაა",-აღნიშნა შოშიტაშვილმა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა - უფროსი ლეიტენანტი  ივერი  ბუაძე,  სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. 

აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ავღანეთი ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად გამოვა
ავღანეთი ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად გამოვა
ავღანელი სპორტსმენები პირველად მიიღებენ მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ეს მოხდება 2018 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ &
წაკითხვა
შვედეთის ღამის კლუბში აფეთქება მოხდა
შვედეთის ღამის კლუბში აფეთქება მოხდა
შვედეთში, მალმოს ერთ-ერთ ღამის კლუბში ძლიერი აფეთქებდა მოხდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ არ ვრ
წაკითხვა
ინდოეთში უტარ-პრადეშის შტატში მდებარე ელექტროსადგურში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა
ინდოეთში უტარ-პრადეშის შტატში მდებარე ელექტროსადგურში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა
ცხრა ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში მდებარე ელექტროსად
წაკითხვა
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიურ უბანში მოხ
წაკითხვა
დონეცკის ცენტრში აფეთქება მოხდა
დონეცკის ცენტრში აფეთქება მოხდა
ქალაქ დონეცკის ცენტრში აფეთქება მოხდა. ინციდენტი სამთავრობო უბანთან ახლოს,  ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის შესასვლელში მოხდა.
წაკითხვა
უკრაინის შსს - რამზან კადიროვი იგორ მოსიიჩუკს მოკვლით ემუქრებოდა
უკრაინის შსს - რამზან კადიროვი იგორ მოსიიჩუკს მოკვლით ემუქრებოდა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რადას დეპუტატზე, „რადიკალური პარტიის“ წევრ იგორ
წაკითხვა
ინდონეზიაში, პიროტექნიკის ქარხანაში ხანძრისა და აფეთქებების შედეგად, 27 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში, პიროტექნიკის ქარხანაში ხანძრისა და აფეთქებების შედეგად, 27 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის მახლობლად მდებარე პიროტექნიკის ქარხანაში
წაკითხვა
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა
წაკითხვა