საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
7209

ვულკანის მასიური ამოფრქვევა ანტარქტიდაზე, რომელმაც სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის ცვლილება გამოიწვია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-07 21:39:00

რამდენიმე დღის წინ, ამერიკულ ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში (PNAS), უდაბნოს კვლევითი ინსტიტუტის პროფესორ ჯოზეფ მაკკონელისა და მისი კოლეგების კვლევა გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღწერილია 17 700 წლის წინ, ანტარქტიდაზე 192 წლის განმავლობაში მიმდინარე ვულკანურ ამოფრქვევათა სერია, რომელიც თანხვედრაში მოდის ყინულოვანი საფარის შემცირებასთან.  

„როგორც ანტარქტიკის ყინულოვანი საფარის დეტალური ქიმიური ანალიზები აჩვენებს, დასავლეთ ანტარქტიდაზე მდებარე ვულკან ტაკაჰეს ჰალოგენებით მდიდარი, მასიური ამოფრქვევები ზუსტ თანხვედრაში მოდის სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ, ფართომასშტაბიან ცვლილებასთან, რომელიც ბოლო გამყინვარების დასასრულს მიმდინარეობდა და რომლის წყალობითაც, დაიწყო გლობალური სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდა“, — აცხადებს მაკკონელი. 

დაახლოებით 17 700 წლის წინ დაწყებული კლიმატის ცვლილება მოიცავდა პოლუსისკენ მიმართული ქარების დასავლეთით უცაბედ გადაადგილებას; ეს ქარები გარს უვლიდა მთელ ანტარქტიდას და დაკავშირებული იყო ზღვის ყინულოვანი საფარის ცვლილებასთან, ოკეანის ცირკულაციასთან და ოკეანის სიღრმეების ვენტილაციასთან. ამ ცვლილებათა მტკიცებულება სამხრეთ ნახევარსფეროს ბევრ ადგილასაა ნაპოვნი, მათ შორის პალეოკლიმატურ არქივებში, მაგრამ ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა ცვლილებათა გამომწვევი მიზეზი.  

„ვიცით, რომ იმ დროის კლიმატის ცვლილება ძირითადად გამოწვეული იყო მზის ინსოლაციისა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მყინვარული საფარის ცვლილებით. გლაციალური და ინტერგლაციალური ციკლები მზის და დედამიწის ორბიტული პარამეტრების მიერაა მართული, რაც გავლენას ახდენს მზის ინსოლაციაზე (მზის სხივების ინტენსიურობა), ისევე როგორც კონტინენტური მყინვარული საფარის ცვლილებებსა და სათბურის გაზების კონცენტრაციაზე“, — განმარტავს მაკკონელი. 

„ვასკვნით, რომ ჰალოგენებით მდიდარმა ამ ამოფრქვევებმა ანტარქტიდის თავზე წარმოქმნა ამჟამინდელი ოზონის ხვრელის ანალოგიური ატმოსფერული ოზონის ხვრელი, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ცვლილებები სამხრეთ ნახევარსფეროს ატმოსფერულ ცირკულაციასა და ყოველმხრივ ჰიდროკლიმატში. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის სისტემა უკვე მომზადებული იყო ცვლილებისთვის, ჩვენ ვასკვნით, რომ ამ ცვლილებებმა განაპირობა გადასვლა ძირითადად გლაციალური კლიმატური მდგომარეობიდან ინტერგლაციალურ მდგომარეობაში. იმის ალბათობა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, უმნიშვნელოა“, — ამბობს მაკკონელი. 

გარდა ამისა, ამ ამოფრქვევათა შედეგად გამოყოფილი ნალექები, მათ შორის ფტორწყალბადმჟავასა და ტოქსიკური მძიმე მეტალების გაზრდილი დონე — ტაკაჰეს მთიდან 2800 კილომეტრზე განივრცო და სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკამდეც მიაღწია. 

მაკკონელის ყინულის კერნის ლაბორატორია დედამიწის სხვადასხვა ადგილებიდან აღებული ყინულის ნიმუშების მაღალი სიზუსტის ანალიზის საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი ნიმუში დასავლეთ ანტარქტიდის მყინვარული საფარის დანაყოფიდან (WAIS Divide) აიღეს, დაახლოებით 3,4 კმ სიღრმიდან. ყინულს 30-ზე მეტი ქიმიური ელემენტის ანალიზი ჩაუტარდა.  

დამატებითი ანალიზები და კრიტიკულად საჭირო სხვა კვლევები აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობით წარიმართა. 




მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ისლანდიის უდიდესი ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება
ისლანდიის უდიდესი ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება
ისლანდიაში, ვატნაიეკუდლის მყინვარის ქვეშ დაფიქსირებული მიწისძვრის გრუხუნი შეიძლება ქვეყნის უდ
წაკითხვა
ძველი ეგვიპტის დაცემა შესაძლოა, გიგანტური ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია
ძველი ეგვიპტის დაცემა შესაძლოა, გიგანტური ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია
კლეოპატრას თვითმკვლელობისა და ძველი ეგვიპ
წაკითხვა
ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა
ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა
კლიმატის ცვლილების საზარელი პროგნოზების მ
წაკითხვა
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
ავსტრალიამ ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულთან სამაშველო გემები გააგზავნა. ხომალდებით კუნძულ ამბაედან მოსახლეო
წაკითხვა
მეცნიერებმა იტალიის საშიში სუპერვულკანის მაგმის სავარაუდო წყაროს მიაგნეს
მეცნიერებმა იტალიის საშიში სუპერვულკანის მაგმის სავარაუდო წყაროს მიაგნეს
მეცნიერთა ცნობით, სამხრეთ იტალიაში მდებარ
წაკითხვა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 
წაკითხვა
მეცნიერები ანტარქტიდის ქვეშ არსებულ თბილ მღვიმეებში საიდუმლო სიცოცხლის კვალს ეძებენ
მეცნიერები ანტარქტიდის ქვეშ არსებულ თბილ მღვიმეებში საიდუმლო სიცოცხლის კვალს ეძებენ
ავსტრალიელი მეცნიერები ანტარქტიდის მყინვა
წაკითხვა
როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა ყინული გადნება [ანიმაცია]
როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა ყინული გადნება [ანიმაცია]
2015 წელს, NASA-მ განაცხადა, რომ დედამიწი
წაკითხვა