საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
647

Christian Dior-ი და Gucci ძალიან გამხდარ მოდელებზე უარს ამბობენ

თათია ბუხრაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-08 15:24:00

Christian Dior-ი და Gucci ძალიან გამხდარ მოდელებზე უარს ამბობენ. ცნობილი მოდის სახლები სწორედ ასე უერთდებიან ანორექსიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას. 

როგორც კრიტიკოსები ამბობენ, თანამედროვე მოდის მოთხოვნებს, მოდელები ზოგჯერ ბულემიასა და ანორექსიამდე მიჰყავს. რასაც მოდის ინდუსტრიის მწვავე კრიტიკა და კვებითი აშლილობის წახალისებაში დადანაშაულება არაერთხელ მოჰყვა. 

"ძალიან დიდი ძალა დამჭირდა, რომ დაავადებაზე გამემარჯვა, მიჭირდა ბრძოლა. ყველას ესმის ჩემი, ვისაც ოდესმე მაინც გამოუცდია, რა საშინელებაა ეს და როგორი ძნელია, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდე. მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრების მანძილზე ვებრძვი ანორექსიას და საკუთარი შედეგებით ვამაყობ", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილმა მოდელმა ლილი როუზ დეპიმ. 

საფრანგეთში დაბალი ნიშნულის წონის მქონე მოდელებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია 2017 წლის მაისში შევიდა ძალაში. აღსანიშნავია, რომ კომპანიები LVMH-ი და Kering-ი, რომელთა შემადგენლობაში ცნობილი მოდის სახლები შედიან, უარს ამბობენ16-წლამდე ასაკის მოდელების დაქირავებაზე, ქალის სამოსის ჩვენებისას.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი