საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1170

„დისნეი“ „ალადინის“ კინოვერსიას გადაიღებს - მთავარი როლის შემსრულებელთა ვინაობა უკვე ცნობილია

გამოქვეყნებულია 2017-09-08 19:18:00

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ანიმაციური ფილმების მიხედვით ცნობილი რეჟისორები მხატვრული ფილმებს იღებენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, პოპულარული ხდება. მაგალითად, 2017 წელს გადაღებული „მზეთუნახავი და ურჩხული“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლობს 2016 წელს გადაღებული „ჯუნგლების წიგნი“, რომლის მეორე ნაწილის გადაღება 2018 წელს იგეგმება.

ყველასათვის საყვარელი ჰოლივუდის სტუდია The Walt Disney Company-ი ახალი ფილმის ეკრანიზაციას გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ იგეგმება ანიმაციური ფილმის „ალადინის“ ახალი ვერსიის გადაღება, რომელსაც ცნობილი რეჟისორი გაი რიჩი თავისი გამორჩეული გადაღების სტილით წარმოგვიდგენს.

უკვე ცნობილია იმ მსახიობების სია, რომლებიც მთავარ როლებს შეასრულებენ, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, როდის იგეგმება ფილმის პრემიერა. პრემიერის სავარაუდო თარიღი 2019 წელია.

მაწანწალა ბიჭის - ალადინის როლს ეგვიპტელ-კანადელი მსახიობი მენას მუსუდი შეასრულებს, რომელსაც სულთნის შვილი, პრინცესა ჟასმინი უყვარდება.


მსახიობი ნაომი სკოტი პრინცესა ჟასმინის როლს შეასრულებს, რომელსაც აღარ სურს სასახლის წესებით ცხოვრება.


ცნობილი სერიალის Homeland-ის მსახიობი ნავიდი ნეგაჰანი პრინცესა ჟასმინის მამის, სულთნის როლს შეასრულებს.


მსახიობი მარვან კენზარი, ჯაფარის როლს შეასრულებს, რომელსაც სამეფოს მმართველობის ხელში ჩაგდება სურს.


ყოვლისშემძლე ჯინის როლს ცნობილი მსახიობი უილ სმიტი შეასრულებს.

ფილმში მულტფილმისგან განსხვავებით, ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან - ცნობილი შოუს Saturday Night Live-ის ვარსკვლავი ნასიმ პედრადი პრინცესა ჟასმინის მოახლის დალიას როლს შეასრულებს.


მსახიობი მაგნუსენ ვილსპრინც ანდარსის როლში ვიხილავთ, რომელსაც პრინცესა ჟასმინის ცოლად შერთვა სურს.


სერიალი Homeland-ის მსახიობი ნუმარ აკარი, ჯაფარის მარჯვენა ხელის და ჯარის მთავარსარდლის ჰაკიმის როლს შეასრულებს.


უილ სმითის სელფი, გადასაღები მოედნიდან.


ავტორი: მარიამ ქარსელაძე

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტყის ხანძრის გამო, კალიფორნიის დისნეილენდის თავზე ცა ნარინჯისფრად განათდა [ფოტოები]
ტყის ხანძრის გამო, კალიფორნიის დისნეილენდის თავზე ცა ნარინჯისფრად განათდა [ფოტოები]
აპოკალიპტური სურათები კალიფორნიის დისნეილენდიდან - ტყეში გაჩენილი ხანძრის ალმა გასართობი პარკ
წაკითხვა
ქარიშხალ „ირმას“ გამო, „დისნეი ლენდი“ დროებით იხურება
ქარიშხალ „ირმას“ გამო, „დისნეი ლენდი“ დროებით იხურება
ქარიშხალ „ირმას“ გამო, უსაფრთხოების ზომებ
წაკითხვა
დისნეის ისტორიული ფოტოსურათები
დისნეის ისტორიული ფოტოსურათები
Disney-
წაკითხვა
უოლტ დისნეის კომპანიამ „მზეთუნახავი და ურჩხული
უოლტ დისნეის კომპანიამ „მზეთუნახავი და ურჩხული" ფილმად აქცია - სურათი დიდ ეკრანებზე 17 მარტს გამოჩნდება
უოლტ დისნეის კომპანიამ „მზეთუნახავი და ურჩხული" ფილმად აქცია. სურათი დიდ ეკრანებზე 17 მარტს გამოჩნდება. 
წაკითხვა
დისნეის „ბემბის“ ავტორი მხატვარი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა
დისნეის „ბემბის“ ავტორი მხატვარი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა
ტირუს ვონგი, რომლის ნახატებიც ვიზუალურ შთ
წაკითხვა
საფრანგეთში რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ, ელისეის მინდვრებსა და დისნეილენდში თავდასხმებს გეგმავდნენ
საფრანგეთში რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ, ელისეის მინდვრებსა და დისნეილენდში თავდასხმებს გეგმავდნენ
საფრანგეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ, პარიზში, ელისეის მინდვრებ
წაკითხვა
პარიზის დისნეილენდის სასტუმროში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს
პარიზის დისნეილენდის სასტუმროში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს
ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზის დისნეილენდის სასტუმროში შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს. 
წაკითხვა