საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1147

ორფოლოს პოლიგონზე Agile Spirit 2017-ის საველე წვრთნები მიმდინარეობს

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-09 10:27:00


ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ის საველე წვრთნები აქტიურად მიმდინარეობს. წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითების და არმიის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საველე წვრთნების სცენარის მიხედვით, სამხედროები თავდასხმით, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს აწარმოებენ. 1300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე წვრთნებს თავმოყრის რაიონის დაკავებაში, რეკოგნოსირება/სათვალთვალო საგუშაგოების დაკავებაში, სადაზვერვო ოპერაციებში, ბრძანების შემუშავებაში, მაღალი ღირებულების მიზნის განსაზღვრაში, სადესანტო საპარაშუტო ოპერაციებში, სპეციალური ოპერაციების ძალების რეკოგნოსირებაში, შეღწევა/ინფილტრაციაში და პირდაპირ მოქმედებაში, ასევე მანევრისა და ცეცხლის ინტეგრირებაში გადიან.

წვრთნებში გამოყენებულია საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) 1 და 2, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA (152 მმ), სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი, ასევე ამერიკული ტანკი M1A1 Abrams, ამერიკული მსუბუქად შეჯავშნული ჯავშანტრასპორტიორი LAV, შეჯავშნული HMMWV, 155მმ საარტილერიო დანადგარი M777, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსი TOW, 50 კალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლის მართვის სისტემა CROW, უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი AN-26, 2 საფრენი აპარატი Iroquois UHIH, 73 მმ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი სპგ-9, 81, 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები.

„Agile Spirit 2017“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.

სწავლება სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა
გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის წვრთნებზე - საჭიროა მოლაპარაკებები, საერთაშორისო მხარის კონცენტრაცია და მოთმინება
გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის წვრთნებზე - საჭიროა მოლაპარაკებები, საერთაშორისო მხარის კონცენტრაცია და მოთმინება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნების მიმდინარეობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წვრთნების ჩატარებ
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდას ე.წ. პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ტარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდას ე.წ. პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ტარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში,
წაკითხვა
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება დაიწყეს
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება დაიწყეს
შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება დაიწყეს. წვრთნები საგანგებო ვითარებაში, ჩრდილოეთ კორეის სტრატეგი
წაკითხვა
პოლონეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები Dragon 2017 დაიწყო
პოლონეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები Dragon 2017 დაიწყო
პოლონეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები Dragon 2017 დაიწყო. პოლონეთის
წაკითხვა
ინციდენტი რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ წვრთნებზე - ვერტმფრენიდან ცეცხლი მაყურებელს გაუხსნეს [ვიდეო]
ინციდენტი რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ წვრთნებზე - ვერტმფრენიდან ცეცხლი მაყურებელს გაუხსნეს [ვიდეო]
რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ წვრთნებზე  - 
წაკითხვა
თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალები ერთობლივ საჰაერო-ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ
თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალები ერთობლივ საჰაერო-ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ
თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალები ერთობლივ საჰაერო-ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ. 
წაკითხვა
თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო
თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო
თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო. ინფორმაცი
წაკითხვა