საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
367

სერხიო აგუერო ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო არაევროპელი ბომბარდირი გახდა

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-09-09 18:26:00

"მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" მე-4 ტურის შეხვედრაში (5:0) ანგარიში გახსნა "სიტის" არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ. ეს მისთვის იყო პრემიერლიგის 185-ე მატჩში 124-ე გოლი. და ამით, აგუერო გახდა ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი არაევროპელ მოთამაშეებს შორის.

არგენტინელმა გაუსწრო ტრინიდადელ დუაიტ იორკს, რომელიც "ასტონ ვილაში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "ბლექბერნში", "ბირმინგემსა" და "სანდერლენდში" თამაშობდა. იორკს 375 მატჩში 123 გოლი ჰქონდა.

აგუერო "მანჩესტერ სიტიში" 2011 წლიდან გამოდის.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი