საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3003

ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-09 19:15:00

ბელფასტის ქვინის უნივერსიტეტისა და გერმანიის მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევის ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა ეგზოპლანეტებზე ნადირობა საკუთარ თავზე შემოაბრუნეს. ახალ კვლევაში  მათ სცადეს გაერკვიათ, როგორ შესძლებდნენ არამიწიერი ცივილიზაციები დედამიწის პოვნას იგივე მეთოდებით, რასაც ჩვენ ახლა ვიყენებთ. აღმოჩნდა, რომ არსებობს სულ მცირე ცხრა ისეთი ეგზოპლანეტა, საიდანაც იდეალურად მოხდებოდა დაკვირვება დედამიწის ტრანზიტზე. კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა. 

ისეთ ხელსაწყოთა და ტელსკოპთა წყალობით, როგორიცაა SuperWASP-ი და კეპლერი, უკვე აღმოჩენილი გვაქვს ათასობით ისეთი პლანეტა, რომლებიც სხვა ვარსკვლავებთან, ანუ სხვა მზეებთან ბრუნავენ; მათ „ეგზოპლანეტები“ ეწოდება. უმეტესი მათგანი აღმოჩენილია მაშინ, როცა ისინი დედავარსკვლავის წინ ჩაივლიან, ამ მეთოდს „ტრანზიტი“ ეწოდება. ტრანზიტის საშუალებით, ასტრონომები დედავარსკვლავის სინათლეში ოდნავ ჩაბნელებებს ხედავენ რეგულარულ ინტერვალებში, ყოველ ჯერზე, როდესაც პლანეტა ჩვენსა და მის შორეულ ვარსკვლავს შორის ჩაივლის.  

ახალ კვლევაში, ავტორებმა ეს კონცეპტი შეაბრუნეს და დასვეს კითხვა — „როგორ დაინახავდნენ არამიწიერი დამკვირვებლები მზის სისტემას?“ მათ გამოავლინეს შორეული ცის ის ნაწილები, საიდანაც შესაძლებელია ჩვენი მზის სისტემის სხვადასხვა პლანეტების ჩავლა მზის წინ — ე. წ. „ტრანზიტული ზონები“. შედეგად დაასკვნეს, რომ უფრო ადვილი შესამჩნევია დედამიწის ჯგუფის პლანეტების (მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი) დანახვა, ვიდრე უფრო შორეული, იუპიტერის ჯგუფის პლანეტების (იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი) შემჩნევა, მიუხედავად მათი გაცილებით დიდი ზომებისა.  

„დიდი პლანეტები თავიანთ ვარსკვლავთან ჩავლისას ბუნებრივად ბლოკავენ გაცილებით მეტ შუქს. თუმცა სინამდვილეში, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ რამდენად ახლოს მდებარაობს პლანეტა თავის ვარსკვლავთან; იქიდან გამომდინარე, რომ კლდოვანი პლანეტები უფრო ახლოსაა მზესთან, ვიდრე გაზის გიგანტები, დიდი ალბათობით, ტრანზიტისას ისინი უფრო შესამჩნევი იქნება“, — ამბობს კვლევის უფროსი ავტორი რობერტ უელსი. 

იმ პლანეტების მოსაძებნად, საიდანაც იქაურ ცივილიზაციებს მზის სისტემის შემჩნევის საუკეთესო შანსი ექნებოდათ, ასტრონომები იკვლევდნენ ცის იმ მონაკვეთებს, საიდანაც მზის წინ ჩავლისას ერთ პლანეტაზე მეტი გამოჩნდებოდა. აღმოჩნდა, რომ მზის სისტემის მიღმა, ნებისმიერ ადგილიდან, გამოჩნდებოდა მაქსიმუმ სამი პლანეტა, თუმცა, სამივე პლანეტის დანახვას არ იძლეოდა ყველა კომბინაცია.  

„გამოვიანგარიშეთ, რომ შემთხვევითად პოზიციონირებულ დამკვირვებელს 40-დან 1 შანსი აქვს, რათა სულ მცირე ერთი პლანეტა შეამჩნიოს. ორი პლანეტის შემჩნევის ალბათობა დაახლოებით ათჯერ ნაკლები იქნებოდა, სამის კი გაცილებით მცირე“, — ამბობს კვლევის თანაავტორი კატია პოპენჰეგერი. 

ჩვენთვის ცნობილი ათასობით ეგზოპლანეტიდან, ჯგუფმა გამოავლინა 66 ისეთი პლანეტა, საიდანაც დამკვირვებლები მზის სისტემის ერთ ან მეტ პლანეტას შეამჩნევდნენ მზის წინ ჩავლისას. მათგან ცხრა პლანეტა იდეალური ადგილია, საიდანაც დედამიწის ტრანზიტიც გამოჩნდებოდა; თუმცა, აღსანიშნავია, რომ არც ერთი მათგანი სიცოცხლისთვის ხელსაყრელი არაა, შესაბამისად, ჩვენი დამნახავი იქ არც არავინაა. 

გარდა ამისა, ჯგუფი  იმასაც ვარაუდობს, რომ უნდა არსებობდეს ათი ისეთი ეგზოპლანეტა (ჯერჯერობით აღმოუჩენელი), რომლებიც ისეთ ადგილას მდებარეობენ, საიდანაც დედამიწას შენიშნავდნენ და რომლებიც, სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმებისთვის ხელსაყრელია. თუმცა, ამ დრომდე ჯერ არ აღმოგვიჩენია სიცოცხლისათვის ვარგისი არც ერთი პლანეტა, საიდანაც იქაური ცივილიზაციები დედამიწას შეამჩნევდნენ ტექნოლოგიების იმ დონით, რაც ჩვენ ახლა გვაქვს. 

ამჟამად ხორციელდება NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მისია K2, რომლის ფარგლებშიც, ცის სხვადასხვა მონაკვეთებში გრძელდება ეგზოპლანეტებზე ნადირობა. ეს რეგიონები დედამიწის ორბიტულ გეგმასთან ახლოსაა ცენტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის სისტემის პლანეტების ტრანზიტის ზონებში ბევრი სამიზნე ვარსკვლავია. ამ მიმართულებით, ჯგუფი შემდგომი კვლევების გაგრძელებას გეგმავს, მათ შორის, ამ ტრანზიტულ ზონებზე ფოკუსირებას ეგზოპლანეტათა საძებლენად, რომელთაგან ზოგიერთი, იმედია, სიცოცხლისთვის ხელსაყრელიც იქნება. 



ფოტოზე ასახულია თუ საიდან გამოჩნდებოდა მზის სისტემის პლანეტათა ტრანზიტები. თითიეული ხაზი აღნიშნავს იმ ადგილს, საიდანაც სულ მცირე ერთი პლანეტის ტრანზიტი გამოჩნდებოდა; ლურჯი ხაზიდან კი დედამიწის ტრანზიტი; დამკვირვებელი სწორედ იქ უნდა იყოს, რათა ჩვენი პლანეტები დააფიქსიროს.




მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
სიცოცხლის ძებნა ჩვენს მიღმა, დანარჩენ სამ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლა
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა