საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2300

კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-09 22:05:00

NASA-ს კოსმოსურ ხომალდ „კასინის“ მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე ასახულია სატურნის რგოლების ტალღოვანი სტრუქტურა, რომელსაც იანუს 2:1 სპირალური სიმჭიდროვის ტალღას უწოდებენ. იგი ზუსტად იმავე პროცესებითაა წარმოქმნილი, რითაც სპირალური გალაქტიკები, თუმცა, რა თქმა უნდა, სატურნის რგოლების ტალღები გაცილებით მჭიდროა. ამ შემთხვევაში, ყოველი მეორე ტალღის შვერილი სინადვილეში იგივე სპირალური მკლავია, რომლებიც პლანეტას გარს აკრავს მრავალგზის. 

ეს გახლავთ სატურნის B რგოლზე შემჩნეული ერთადერთი სიმჭიდროვის ტალღა. B რგოლის უმეტეს ნაწილში სხვა სტრუქტურები დომინირებს, რომელთა არარსებობის შემთხვევაში, იქაც რგოლები წარმოიქმნებოდა, თუმცა რგოლის უკიდურესი შიდა ნაწილი  განსხვავებულია. 

რადიუსი სატურნიდან, რომელზეც ტალღები წარმოიქმნება პლანეტიდან 96 233 კილომეტრითაა დაშორებული. ამ ადგილას, რგოლის ნაწილაკები სატურნს გარს ორჯერ უვლის იმ დროში, რომელშიც მთვარე იანუსი ერთხელ შემოვლას ასწრებს, რაც ორბიტულ რეზონანსს წარმოშობს. რეზონანსიდან დაშორებასთან ერთად (შესაბამისად სატურნთანაც), ტალღები იმატებს, რაც კარგად ჩანს ფოტოს მარცხენა ზედა ნაწილში. რაღაც ისეთი მიზეზით, რომელსაც მკვლევრები ჯერ ბოლომდე ვერ არკვევენ, ამ ადგილას ტალღებს ძალიან სუსტად ახშობს რგოლების უფრო დიდი სტრუქტურა, შესაბამისად, წარმოიქმნება ასობით კაშკაშა ტალღის შვერილი, რაც სულაც არ ჰგავს სატურნის A რგოლის სიმჭირდოვის ტალღებს. 

ფოტო წარმოქმნის ილუზიას, თითქოს რგოლის გეგმა კამერისგან დახრილი იყოს ზედა მარცხენა მიმართულებით, თუმცა ეს ასე არაა. ფოტოს ეს ნაწილი კამერასთან ახლოს იყო, სი,ჭიდროვის ტალღების ტალღის სიგრძე კი უბრალოდ მოკლე.  

ეს ტალღა გამორჩეულია იმის გამო, რომ იანუსი — სატურნის მთვარე, რომელიც მას წარმოქმნის, უცნაურ ორბიტულ კონფიგურაციაშია. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, იანუსი და კიდევ ერთი მთვარე — ეპიმეთე პრაქტიკულად ერთ ორბიტას იყოფენ. ყოველ ჯერზე, როდესაც ორბიტათა გაცვლა ხდება, საპასუხო რეაქცია აქვს ამ ადგილას არსებულ რგოლს — ტალღაში წარმოქმნის ახალ შვერილს.  

ამ ადგილას ტალღებს ასევე წარმოქმნის ეპიმეთეც, თუმცა მათ მიმოფანტავს იანუსის ტალღები, რადგან იანუსი ეპიმეთეზე დიდია. 

ფოტო 2017 წლის 4 ივნისს, კასინის ვიწრო კუთხის კამერამ გადაიღო 76 000 კმ მანძილიდან. 

კასინი 1997 წელს გაუშვეს. მისმა აღმოჩენებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა სატურნის, მისი რგოლების კომპლექსის, გასაოცარი მთვარეებისა და პლანეტის დინამიკური მაგნიტური გარემოს ჩვენეულ გაგებაში. კასინი ყველაზე შორეული პლანეტური ორბიტერია, რაც კი ოდესმე გაუშვია კაცობრიობას. გამაოგნებელი აღმოჩენები ხომალდმა სატურნთან მისვლისთანავე დაიწყო და სიცოცხლის უკანასკნელ წამებამდე გააგრძელებს. მის აღმოჩენებს შორის საკმარისია დასახელდეს სულ რამდენიმე, რათა წარმოდგენა შეგვექმნას მისიის მნიშვნელობაზე: სატურნის ციცქნა მთვარე ენცელადზე დააფიქსირა წყლის ჭავლების ამოფრქვევა, რაც ზედაპირქვეშა ოკეანესა და ჰიდროთერმული აქტივობაზე მიუთითებს. სატურნის უდიდეს მთვარე ტიტანზე აღმოაჩინა ნახშირწყალბადთა ტბები და ზღვები, რომლებში თხევადი მეთანი და ეთანი დომინირებს; დადგინდა, რომ ატმოსფეროში ყალიბდება პრე-ბიოტიკური ქიმიური ნაერთების კომპლექსი, რომელიც შემდეგ ზედაპირზე აწვიმს. მოგვაწოდა სატურნის რგოლების სამგანზომილებიანი სტრუქტურა და დაადგინა, რომ მთელ სიგრძეზე, პლანეტას შტორმები გასდევს. კასინის მიერ სატურნთან გაკეთებულმა აღმოჩენებმა მეცნიერებს ახალი გზები გაუხსნა პლანეტათა ფორმაციაში ჩართული პროცესების უკეთ შესასწავლად. 

კასინი-ჰიუგენსის მისია NASA-ს, ESA-სა (ევროპის კოსმოსური სააგენტო) იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტია. 




მომზადებულია phys.org-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმ
წაკითხვა
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასი
წაკითხვა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლი
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
15 სექტემბერს, დილით ადრე, NASA-ს კოსმოსუ
წაკითხვა
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
სულ რაღაც 13 დღე რჩება NASA-ს კოსმოსურ ხო
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ
წაკითხვა
კასინიმ სატურნზე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“ შენიშნა [ვიდეო]
კასინიმ სატურნზე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“ შენიშნა [ვიდეო]
სატურნთან მყოფი NASA-ს კოსმოსური ხომალდი
წაკითხვა