საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
600

გიორგი კვირიკაშვილი - გურულებთან სტუმრობა და თანაც პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი, თქვენ ძალიან კარგად იცით სწორი არჩევანის გაკეთება

გამოქვეყნებულია 2017-09-10 18:30:00

გურულებთან სტუმრობა და თანაც პოლიტიკაზე საუბარი არ არის მარტივი, თქვენ ძალიან კარგად იცით სწორი არჩევანის გაკეთება. 2012 წლიდან მოყოლებული ეს არის მეხუთე არჩევნები და წინა ოთხ არჩევნებში გაიმარჯვა ,,ქართულმა ოცნებამ-დემოკრატულმა საქართველომ“. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, -ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში, სადაც გურიის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. 

"დარწმუნებული ვარ, რომ გურულებს, კიდევ ერთხელ, აუცილებლად მოუწევთ ჩვენთან ერთად, ყველასთან ერთად გაერთიანება. ჩვენ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენეთ და მივდივართ იმ გზით, რომელიც ჩვენი მომავალი თაობების, თითოეული ჩვენი ოჯახის, თითოეული აქ მყოფი ადამიანის კეთილდღეობას განაპირობებს. აუცილებლად, კიდევ ერთხელ გავერთიანდებით და ამ გზას დავუჭერთ მხარს",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  შევძელით ყველაზე მთავარი - მშვიდობის შენარჩუნება და ადამიანზე ზრუნვა.

"ამ ოთხ წელიწადში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით, ადამიანებს აღარ ეშინიათ, რომ უსახსრობის გამო ვერ შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას. თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე, არის ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენი ბავშვებისთვის მოწესრიგდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა - აშენდა და რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები და სკოლები. ეს პროცესი, ახლაც აქტიურად მიმდინარეობს, და რა თქმა უნდა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. გურიაში, სახელმწიფოს მხრიდან, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობით, ყოველწლიურად სარგებლობდა 50 ათასამდე გლეხი და ფერმერი, რომლებმაც ჯამში, თითქმის 20 მილიონი ლარის სარგებელი მიიღეს. ამ პროგრამების შედეგად, გავააქტიურეთ დაუმუშავებელი სასოფლო სამეურნეო მიწები და აქტივად ვაქციეთ ის. ამას გარდა, დღევანდელი მდგომარეობით, გაცემულია 11 მილიონ ლარზე მეტი სესხი, რაც მოხმარდა  მესაქონლეობის, მეფუტკრეობისა და მებაღეობის დარგების ხელშეწყობას. ასევე მნიშვნელოვანია, მიკროგრანტების პროგრამა რომელმაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა ყოფა ჩვენს სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს. პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში, დამტკიცდა 20 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს 100-ზე მეტ ჰექტარზე თხილის, ლურჯი მოცვის, კაკლისა და ვაშლის გაშენებას. ძალას იკრებს ასევე, ჩაის კულტურის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლისთვისაც ამჟამად 300 ათასზე მეტი ლარია გაცემული",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ჩოხატაურსა და ოზურგეთში, გაიხსნა შვიდი ახალი საწარმო, გაფართოვდა ხილის გადამამუშავებელი 2 საწარმო და გადაიარაღდა  10 არსებული საწარმო. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება, რომელიცმსოფლიოში  ცნობილი სავაჭრო ნიშნების შემოსვლას ითვალისწინებს. ეს არის: ზარა, მანგო, მასიმო დუტი და სხვა მსოფლიოში ცნიბილი პრენდები. საწარმოში დასაქმდება 300-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში,  მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა 180-მდე პროექტი, რომლითაც 300-მდე მეწარმემ ისარგებლა.
"ამ 5 წლის განმავლობაში, გურიაში 130 კმ გზის საფარი დაიგო. მოწესრიგდა ქალაქების  ქუჩებისა და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების დიდი ნაწილი. აღდგა და აშენდა ხიდები, მათ შორის, მერია-ლაითურის 150 მეტრი სიგრძის ხიდი. ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში განხორციელდა წყალმომარაგების ქსელისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები. დაწყებულია სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც იქნება ახალი, კომფორტული, და უსაფრთხო ევროსტანდარტის გზა. ეს გზა  უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტად დატვირთული, საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას. ასევე იგეგმება გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების მშენებლობა, რომლებიც საშუალებას მოგვცემს სატრანსპორტო ნაკადმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს როგორც ფოთის გავლით, ისე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით"-აღნიშნა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.<
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა.
წაკითხვა