საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
244

ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტის შეთავაზებას დადებითად აფასებენ

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-11 17:47:00

გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას, რომ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ვერსია მოამზადონ და მმართველ გუნდს შესთავაზონ, იზიარებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ქვეყანაში ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების საფრთხეა.

" ჩვენ ისედაც ვიცით მოცემულობა რა არის. ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს მთელი ოპოზიციური სპექტრი და საერთაშორისო საზოგადოება. ამ საკითხს რაც უფრო მეტად გავუსვავთ ხაზს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო არენაზე, რომ ქვეყანაში ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების საფრთხეა, იქნება მხოლოდ ხელისშემწყობი“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია მიჩნევს, რომ ხელისუფლება ერთპარტიულად მიიღებს გადაწყვეილებას და ერთპარტიულ დოკუმენტს მიიღებს

"ცხადია, შევუერთდებით ამ ინიციატივას. ჩვენ შევუერთდით ყველა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახვდა, შემდგარიყო კონსენსუსი კონსტიტუციის გარშემო. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მცდელობა,  რომ პროცესი განიმუხტოს.  ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ  მთავარია, რეალური კონსენსუსი მოხდეს და საერთაშორისო ზიანი არ მიგვადგეს",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ერთობა"ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას  აქციებით ემუქრება. მისი თქმით, იგი „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს შესაძლებლობა, მესამე მოსმენით მიიღოს კანონი. 

"ერთიანი დოკუმენტის შესადგენად მზად ვარ. ჩვენ გვექნება საერთო დოკუმენტი იმ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც აქამდე ვაფიქსირებდით და „ქართულ ოცნებას“ მივცემთ კიდევ ერთ შანსს, რომ შეინარჩუნოს სახე და არ მოირგოს კონსტიტუცია საკუთარ თავზე", - განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია მოამზადონ და მმართველ გუნდს შესთავაზონ. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების სარჩელზე. 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიცი
წაკითხვა
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილ
წაკითხვა
  ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევ
წაკითხვა
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა