საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
651

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების აღსრულებაზე დაწესებული შეზღუდვა დროებით შეაჩერა

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-12 00:23:00

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების აღსრულებაზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ენტონი კენედიმ გამოიტანა. მისი დადგენილებით, მოპასუხემ 12 სექტემბრის შუადღემდე უნდა წარადგინოს საიმიგრაციო განკარგულების შეზღუდვის საფუძვლიანობის დამამტკიცებელი საბუთები. ამის შემდეგ, უზენაესი სასამართლო კვლავ განიხილავს საქმეს და საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. 

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების შეზღუდვა. 

დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო განკარგულებას 2017 წლის მარტში მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, სირიის, სუდანის, ირანის, ლიბიის, სომალისა და იემენის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებოდათ. გამონაკლისს წარმოადგენდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც აშშ-ში ჰყავთ უახლოესი ნათესავები (მშობლები, შვილების, ძმები და დები). 

თუმცა მეცხრე საოლქო სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის განკარგულებისგან ასევე გაათავისუფლა აშშ-ში ლეგალურად მცხოვრები პირების სხვა ნათესავები (ბებიები, ბაბუები, ბიძები, დეიდები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, ძმიშვილები, დიშვილები). 

აღსანიშნავია, რომ დღეს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უზენაეს სასამართლოს მიმართა თხოვნით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაებლოკა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC
წაკითხვა
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
დონალდ ტრამპის თქმით, იაპონია ამერიკის შე
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.
წაკითხვა