საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
588

ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირის კანონმდებლობის გაუქმების კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-12 06:04:00


დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, ევროკავშირის კანონმდებლობის გაუქმების შესახებ. ინიციატივას 326-მა პარლამენტარმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 290 იყო.

კენჭისყრის ტრანსლაცია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. მას რვასაათიანი დებატები უძღოდა წინ. 

კანონპროექტის თანახმად, ევროკავშირში მოქმედი 12 000 საკანონმდებლო ნორმა, „ბრექსიტის“ პროცესის დასრულების შემდეგ, ბრიტანულ კანონმდებლობაში გადავა. 

მეორე მოსმენა კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი შუალედური სტადიაა, თუმცა ის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ფაქტობრივად, ეს არის დოკუმენტის პირველი საჯარო განხილვა. ახლა კანონპროექტის პარლამენტის კომიტეტებმა უნდა დაამტკიცონ. 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გვიან ღამით გამართული კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. მისი თქმით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონს მისცემს საშუალებას, უფრო თავდაჯერებულად აწარმოოს მოლაპარაკებები ბრიუსელთან.

„პარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ბრიტანელი ხალხის ნებას მხარი დაუჭირა. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა წინ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია წინ წავიწიოთ მოლაპარაკებებში და ამისთვის მყარი საფუძველი გვქონდეს“, - განაცხადა პრემიერმა. 

კომიტეტებში კანონპროექტის განხილვის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, ეს პროცედურა ოქტომბერში დაიწყება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, კანონპროექტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატა მესამე მოსმენით უყრის კენჭს და დამტკიცების შემთხვევაში, 62-გვერდიანი დოკუმენტის განხილვა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში გაგრძელდება. 

ევროკავშირის კანონმდებლობის გაუქმების შესახებ კანონპროექტის დამტკიცება დიდ ბრიტანეთში 1972 წელს მიღებულ ევროპული თანამეგობრობის შესახებ აქტს გააუქმებს და ქვეყანაში ევროპული სასამართლოების იურისდიქციას შეწყვეტს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბრიტანეთს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს
ბრიტანეთს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ
წაკითხვა
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ჟურნალისტის მიმართ შეუფერებელი საქციელის გამო გადადგა 
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ჟურნალისტის მიმართ შეუფერებელი საქციელის გამო გადადგა 
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი გადადგა. მაიკლ
წაკითხვა
გავა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან - რა შეიცვალა დონალდ ტუსკის ბოლო გამოსვლის შემდეგ
გავა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან - რა შეიცვალა დონალდ ტუსკის ბოლო გამოსვლის შემდეგ
დგება თუ არა დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის განშორება კითხვის ნიშნის ქვეშ - საკითხი აქტუალური ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლის შ
წაკითხვა
კვლევის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში დასაქმებული ქალების ნახევარი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია
კვლევის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში დასაქმებული ქალების ნახევარი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია
გაერთიანებულ სამეფოში დასაქმებული ქალების 50%, ხოლო კაცების 20% სამსახურში სექსუალური ხასიათი
წაკითხვა
ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური - სირიიდან ხუთი ათასზე მეტი ჯიჰადისტი სამშობლოში დაბრუნდა
ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური - სირიიდან ხუთი ათასზე მეტი ჯიჰადისტი სამშობლოში დაბრუნდა
გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო სამსახური სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული ის
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფება
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძე ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 
წაკითხვა
დიდ ბრიტანეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა
დიდ ბრიტანეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა
დიდი ბრიტანეთის ქალაქ
წაკითხვა
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი - იმედი გვაქვს, რომ არჩევნებში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი - იმედი გვაქვს, რომ არჩევნებში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას
იმედი გვაქვს, რომ 
წაკითხვა