საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
482

პრემიერის განცხადებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მიერ დღემდე გამოყოფილ 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შეღავათიან სესხს, ასევე - მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს

გამოქვეყნებულია 2017-09-12 20:58:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან, რომელიც თბილისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება, განხილვის მთავარი თემები საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავი, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სტრატეგია 2018-2021 წლებისთვის იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მთავრობის რეფორმების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მიერ დღემდე გამოყოფილ 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შეღავათიან სესხს, ასევე - მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს, რომელთა მოცულობა 754 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა არაერთ სფეროში, მათ შორის - განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესზე, სტრუქტურულ - მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმებზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე ისაუბრა 25-წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

სირილ მიულერი აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ფორუმში - „Boosting Georgia’s Development: From Top Reformer to Top Performer, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავად 15 სექტემბერს გაიმართება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა. საგანგებო ტელემიმართვისას, ჰარირიმ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.&l
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 21 საკითხის განხილვა. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
პატრიოტთა ალიანსის აქციები გრძელდება. ოპოზიციური პარტია პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
წაკითხვა
ავსტრალიის ვიცე-პრემიერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ავსტრალიის ვიცე-პრემიერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ავსტრალიის უმაღლესი სასამართლოს დადგენილებით, ქვეყნის პარლამენტმა ვიცე-პრემიერი და სამი სენატ
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე -თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა
წაკითხვა
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ მმართველი გუნდის ლიდერები შეიკრიბნენ
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ მმართველი გუნდის ლიდერები შეიკრიბნენ
ამ წუთებში მმართველი გუნდის ლიდერები ქ
წაკითხვა