საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
394

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნება

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 09:45:00

სასტუმრო The Biltmore hotel Tbilisi-ში, თბილისის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. ფორუმს 10:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია გახსნის.

წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, სესიების მრავალმხრივი თემატიკიდან და მრავალრიცხოვანი მომხსენებლებიდან გამომდინარე, მასშტაბური ღონისძიებაა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან. 

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე საერთაშორისო მომხსენებელი, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი - კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტისა და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი - ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი - კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი - რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი - იორდ ვილიამ კარნესი და სხვები. 

ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება 16 თემატური სესია: ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები, მიზნები და ხედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა. ფორუმს მოდერაციას გაუწევს 16 მოდერატორი, 100-მდე პრეზენტატორი, მათ შორის 50 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი. 

ფორუმის შედეგად, ქალაქ თბილისი მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის როგორც ეკონომიკური, ასევე ურბანული და გარემოს განვითარების მიმართულებით; ხელი შეეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას და ახალი კონტაქტების დამყარებას; მოხდება ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა; თბილისში ელექტრონული მმართველობის მიმართულებით მიმდინარე აქტივობების ფართო მასებისთვის გაცნობა; სხვადასხვა ქალაქისგან წარმატებული გამოცდილების გაზიარება ენერგოეფექტურობისა და მწვანე ქალაქების მიმართულებით; ჩამოყალიბდება ქალაქის განვითარების სამომავლო ხედვები. 

ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ წარდგენა მოხდება. ასევე თბილისს მიენიჭება „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრობის სერტიფიკატი. 

ღონისძიებას დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს. თბილისის მერიის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი გახდა უნიკალური რეგიონალური პლატფორმა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დასამყარებლად.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დავით ნარმანია - ვრჩები გუნდში, ვრჩები საქართველოში [ვიდეო]
დავით ნარმანია - ვრჩები გუნდში, ვრჩები საქართველოში [ვიდეო]
თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია უარყ
წაკითხვა
თეა წულუკიანს არ აქვს ინფორმაცია, სად გააგრძელებს მუშაობას დავით ნარმანია
თეა წულუკიანს არ აქვს ინფორმაცია, სად გააგრძელებს მუშაობას დავით ნარმანია
დავით ნარმანიას მომავალი პოზიციების თუ შე
წაკითხვა
დავით ნარმანია - გიორგი ალიბეგაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არ შეუშვა ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღეა აანონსებენ საკრებულოს საქმიანობისთვის ხელის შეშლას
დავით ნარმანია - გიორგი ალიბეგაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არ შეუშვა ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღეა აანონსებენ საკრებულოს საქმიანობისთვის ხელის შეშლას
პარლამენტის ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან, ბოლო პერიოდში, შეინიშნება აგრესია და ძალის გადამეტება, რაც ხშირშემთხვევაში სხვადასხვა
წაკითხვა
დავით ნარმანია თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში „ხილის ფესტივალს“ დაესწრო
დავით ნარმანია თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში „ხილის ფესტივალს“ დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში „ხილის ფესტივალს“ მეუღლესთან ერთად დაესწრო. ფესტივალი სიონის ქუჩაზე იმართება. 
წაკითხვა
დავით ნარმანია - ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ დაუვიწყარი თბილისობა ვიზეიმოთ
დავით ნარმანია - ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ დაუვიწყარი თბილისობა ვიზეიმოთ
თბილისს მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ წელს თბილისობის დღესასწაული გაცილებით დატვირთულია ღ
წაკითხვა
დავით ნარმანია “საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაზე“ - რაიმე სახის მნიშვნელოვან კანონდარღვევასთან ან შეუსაბამობასთან საქმე არ გვექნება
დავით ნარმანია “საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაზე“ - რაიმე სახის მნიშვნელოვან კანონდარღვევასთან ან შეუსაბამობასთან საქმე არ გვექნება
რაიმე სახის მნიშვნელოვან კანონდარღვევასთა
წაკითხვა
დავით ნარმანია დედაქალაქის საკრებულოს გუშინდელ ხმაურიან სხდომას ეხმაურება
დავით ნარმანია დედაქალაქის საკრებულოს გუშინდელ ხმაურიან სხდომას ეხმაურება
დავით ნარმანია დედაქალაქის საკრებულოს გუშინდელ ხმაურიან სხდომას ეხმაურება. თბილისის მერის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება, მიწისქვეშა
წაკითხვა
დავით ნარმანია - როცა გვაქვს განსხვავებული აზრი, უნდა გამოვხატოთ ნორმალურად და არა უშვერი სიტყვებითა და ხმამაღალი შეძახილებით
დავით ნარმანია - როცა გვაქვს განსხვავებული აზრი, უნდა გამოვხატოთ ნორმალურად და არა უშვერი სიტყვებითა და ხმამაღალი შეძახილებით
როცა გვაქვს განსხვავებული აზრი, ნორმალურა
წაკითხვა