საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
407

დემირელის სკოლის მშობლები და მოსწავლეები კანცელარიასთან აქციას მართავენ

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 12:24:00

„დაგვიბრუნეთ ჩვენი კოლეჯი“, „მოგვეცით განათლების უფლება“, - დემირელის სკოლის მშობლები და მოსწავლეები კანცელარიასთან აქციას მართავენ. 

მათი მოთხოვნაა, დაუშვან გამონაკლისი და ავტორიზაცია სკოლამ სასწავლოს წლის დაწყებამდე გაიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პერმანენტული აქციების გაგრძელებას აპირებენ. 

გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ სკოლაში პედაგოგების ნაწილი სხვადასხვა კერძო სკოლაში გადანაწილდა. ასევე გადანაწილდნენ ბავშვებიც. 

„შვიდი მასწავლებელი, ქიმიის ,დაწყებითი კლასების, ბიოლოგიის, ქართულის, ისტორიისა და მათემატიკის პედაგოგები გადავიდნენ სხვა სკოლებში. მაგალითად, ქართულის მასწავლებელი გადავიდა სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეში“, ქიმია და ბიოლოგია ქართულ-ამერიკულ აკადემიაში. რაც შეეხება მოწავლეებს, სულ 360-მდე მოსწავლე ჰყავდა სკოლას და 171 დარჩა. ისინიც სხვა კერძო სკოლებში გადანაწილდნენ. ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში, ისინი დაუბრუნდებიან სკოლას“, - განაცხადა დემირელის სკოლის ერთ-ერთმა მშობელმა დალი ყარაულაშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის, განათლების კომიტეტისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობის სახელზე პეტიცია შეიმუშავეს სახელწოდებით „ერთად გადავარჩინოთ დემირელის კოლეჯი“.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დემირელის სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართეს
დემირელის სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართეს
დემირელის სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სას
წაკითხვა
დემირელის სკოლის დირექტორი თამარ სანიკიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
დემირელის სკოლის დირექტორი თამარ სანიკიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
დემირელის სკოლის დირექტორი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს თამარ სანიკიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაუ
წაკითხვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხს ხვალ განიხილავენ
მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხს ხვალ განიხილავენ
დემირელის სკოლის პედაგოგთან გასაუბრება ხვალ 11 საათზე დაიწყება. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომ
წაკითხვა