საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
999

მიხეილ ჯანელიძე - საქართველო კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმნა

გამოქვეყნებულია 2017-09-13 15:37:00

საქართველოს ვიცე-პრემიერმა,  საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში, UNWTO-ის 22-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერი მიესალმა მიმდინარე წლის -  „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად“ გამოცხადებას, რაც, მისი მოსაზრებით, ხელს შეუწყობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ტურიზმის სექტორის მდგრად განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს ეკონომიკურ კეთილდღეობას, ხალხთა შორის კონტაქტებსა და კულტურათა თანაარსებობას.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მსოფლიოში ტურიზმის მზარდი როლის გათვალისწინებით, ქვეყნები ამარტივებენ მგზავრობის პროცედურებს, ავითარებენ უწყეტ კომუნიკაციასა და სხვადასხვა სერვისებს.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების წარმატებულ ტენდენციაზე, რომლის შედეგადაც, 2016 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა პირველად ასცდა ექვს მილიონიან ნიშნულს.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტურიზმის სექტორი  დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობის, დასაქმების, ინფრასტრუქტურული განვითარების  ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. ამ სექტორის მეშვეობით, საქართველომ უამრავ წარმატებას მიაღწია და იქცა მაგალითად იმისა, როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმნა.

საქართველოს, როგორც ბრენდის განვითარება და მისი ტურისტული ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება, მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ვცდილობთ ტურიზმის ხელშემწყობი საქმიანობის წახალისებას  როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული ზომების შედეგად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად სექტორად იქცა", - განაცხადა მინისტრმა. 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სასწავლო კურსი „ღვინის გიდი“ - ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით ტრენინგები ჩატარდა
სასწავლო კურსი „ღვინის გიდი“ - ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით ტრენინგები ჩატარდა
 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, 
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
თბილისში “16+ სიტყვებიდან საქმისკენ“ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
თბილისში “16+ სიტყვებიდან საქმისკენ“ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
თბილისი “16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ საერ
წაკითხვა
 მიხეილ ჯანელიძე - ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს
მიხეილ ჯანელიძე - ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს
ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსი
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს სამართლებრივი განზომილება აქვს და ყველა ნაბიჯი შესაბამისად გადაიდგმება
მიხეილ ჯანელიძე - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს სამართლებრივი განზომილება აქვს და ყველა ნაბიჯი შესაბამისად გადაიდგმება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საა
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია
მიხეილ ჯანელიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძე
წაკითხვა
ტურისტულად აქტიურ ადგილებში სახელმწიფო ინვესტორებს სასტუმროს ასაშენებლად უძრავ ქონებას სთავაზობს
ტურისტულად აქტიურ ადგილებში სახელმწიფო ინვესტორებს სასტუმროს ასაშენებლად უძრავ ქონებას სთავაზობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინ
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფება
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძე ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 
წაკითხვა