საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1914

რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-13 22:39:00

1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა გალაქტიკათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის სქემა შეადგინა. ეს მეთოდი გალაქტიკებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფდა — ელიფსური, სპირალური და ლინზისებრი, რაც მათ ფორმებზე იყო დამოკიდებული. მას შემდეგ, ასტრონომებმა უზარმაზარი დრო მიუძღვნეს მცდელობას, რათა განესაზღვრათ თუ როგორ ვითარდება გალაქტიკები მილიარდობით წლის განმავლობაში და როგორ იღებენ ამ ფორმებს. 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, გალაქტიკები იცვლებიან ერთმანეთთან შერწყმის შედეგად, როდესაც საერთო გრავიტაციით გარშემორტყმული პატარა ვარსკვლავური ღრუბლები უფრო დიდ მეზობელ გალაქტიკას ერწყმის, რის შედეგადაც, დროთა განმავლობაში იცვლება გალაქტიკის ზომა და ფორმა. თუმცა, როგორც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგად გამოვლინდა, სინამდვილეში, გალაქტიკებს ამჟამინდელი ფორმები მიღებული უნდა ჰქონდეთ თავიანთ ცენტრში ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის გზით. 

შესაბამისი კვლევა (სახელწოდებით Rotating Starburst Cores in Massive Galaxies at z = 2.5) ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალ Astrophysical Journal Letters-ში. 

კვლევას უძღვებოდა მაქს პლანკის არამიწიერი ფიზიკის ინსტიტუტისა და იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის (NAOJ) მკვლევარი კენ-იჩი ტადაკი. გალაქტიკური მეტამორფოზის უკეთ შესასწავლად, ჯგუფმა დაკვირვებები შორეულ გალაქტიკებზე წარმართა. 

დედამიწიდან დაახლოებით 11 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე 25 გალაქტიკაზე დაკვირვებისათვის ჯგუფმა დედამიწაზე განთავსებული ტელესკოპები გამოიყენა. ამ მანძილზე, მკვლევრები გალაქტიკებს ისეთებს ხედავდნენ, როგორც ისინი 11 მილიარდი წლის წინ გამოიყურებოდნენ, ანუ დიდი აფეთქებიდან 3 მილიარდი წლის შემდეგ.  

ეს ადრეული ეპოქა ემთხვევა სამყაროში გალაქტიკათა ფორმაციის პიკს, როდესაც ამჟამად არსებულ გალაქტიკათა უმეტესობა წარმოიქმნა.  

როგორც ტადაკი იაპონიის კოსმოსური სააგენტოს პრესრელიზში აღნიშნავს: 

  „მიჩნეულია, რომ მასიური ელიფსური გალაქტიკები დისკოს ფორმის გალაქტიკათა შეჯახებების შედეგადაა წარმოქმნილი. მაგრამ გაურკვეველია, ყველა ელიფსურმა გალაქტიკამ გამოსცადა თუ არა ოდესმე შეჯახება. შეიძლება არსებობდეს ალტერნატიული გზაც“. 

ამ შორეულ გალაქტიკათა მკრთალი შუქის გადაღება ნამდვილად არ ყოფილა ადვილი საქმე და სიზუსტისთვის ჯგუფს დედამიწაზე განთავსებული ტელესკოპები ესაჭიროებოდა. იმ ეპოქის 25 გალაქტიკის ასარჩევად მათ იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის ჰავაიზე განთავსებული სუბარუს 8,2-მეტრიანი ტელესკოპი გამოიყენეს. 

ამის შემდეგ, მათზე დაკვირვება ჩაატარეს NASA/ESA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპითა და ჩილეში განთავსებული ატაკამის ფართო მილიმეტრული/სუბმილიმეტრული ტელესკოპით  (ALMA). 

მაშინ, როცა ჰაბლი ვარსკვლავთა შუქს იჭერდა გალაქტიკათა ფორმების გასარკვევად (როგორებიც ისინი 11 მილიარდი წლის წინ უნდა ყოფილიყვნენ), ALMA აკვირდებოდა ახალი ვარსკვლავების დაბადების ადგილიდან — გაზისა და მტვრის ცივი ღრუბლებისგან გამოყოფილ სუბმილიმეტრულ ტალღებს. 

ამ მონაცემთა კომბინირებით, ჯგუფმა მიიღო დეტალური სურათი — როგორ გამოიყურებოდნენ ეს გალაქტიკები 11 მილიარდი წლის წინ, მაშინ, როცა მათი ფორმები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. 

აღმოჩენა საკმაოდ მეტყველი გამოდგა. როგორც ჰაბლის ფოტოები მიუთითებდა, ადრეულ გალაქტიკებში დომინირებდა დისკოს კომპონენტი მაშინ, როცა სრულიად საწინააღმდეგო შემთხვევასთან გვაქვს საქმე სპირალურ და ლინზისებრ გალაქტიკებში, სადაც დომინირებს ცენტრალური ამოზნექილობა. 

ამავე დროს, ALMA-ს სურათებმა აჩვენა, რომ გალაქტიკათა ცენტრის სიახლოვეს არსებობდა გაზისა და მტვრის მასიური რეზერვუარები, რომლებთანაც დაკავშირებული იყო ვარსკვლავთწარმოქმნის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. 

იმისათვის, რათა გამოერიცხათ ალტერნატიული შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც ინტენსიური ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი გამოწვეულია შერწყმების შედეგად — ჯგუფმა ასევე გამოიყენა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ჩილეში განთავსებული ძალიან დიდი ტელესკოპი (VLT); მათი მიზანი იყო დაემტკიცებინათ, რომ იმ დროისათვის არ მომხდარა არანაირი მასიური გალაქტიკური შეჯახება.  

ტადაკი განმარტავს: 

 „სწორედ აქ, ჩვენ მივიღეთ მყარი მტკიცებულება, რომ მკვრივ გალაქტიკურ ბირთვებს გალაქტიკათა შეჯახებების გარეშეც შეუძლია წარმოქმნა. გალაქტიკათა გულში ისინი ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს ინტენსიური ვარსკვლავთწარმოქმნით“. 

ამ აღმოჩენამ შესაძლოა ასტრონომებს უბიძგოს გადახედონ ამჟამინდელ თეორიებს გალაქტიკათა ევოლუციის შესახებ, ასევე ეჭვქვეშ დადგეს თეორიები გალაქტიკების ცენტალური ამოზნექილობისა და სპირალური მკლავების წარმოქმნის შესახებ. 

ვინ იცის... შესაძლოა ამ ყოველივემ ასტრონომებს იმის გადახედვაც აიძულოს, თუ რა შეიძლება მოხდეს უახლოესი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი და მეზობელი ანდრომედას გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახებიან

როგორც წესი, რაც უფრო ღრმად ვიკვლევთ სამყაროს, ვიგებთ მრავალ ახალ ცნობას, მაგრამ ამავე დროს, ჩნდება კიდევ უფრო მეტი ახალი საიდუმლო. ყოველი იმ ახალი აღმოჩენის კვალდაკვალ, რომლებიც ჩვენს მოლოდინებში არ ჯდება, იძულებული ვართ, გადავხედოთ არსებულ თეორიებს. 



გალაქტიკის ევოლუციის დიაგრამა. ფოტო: NAOJ


მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით  

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
ასტრონომებმა დედამიწიდან 4 მილიარდი სინათ
წაკითხვა
ირმის ნახტომის უსწრაფესი ვარსკვლავები სხვა გალაქტიკიდანაა გამოქცეული
ირმის ნახტომის უსწრაფესი ვარსკვლავები სხვა გალაქტიკიდანაა გამოქცეული
როგორც ასტრონომთა ჯგუფმა დაადგინა, ჩვენი გალაქტიკის ყველაზე სწრაფად მოძრავი ვარსკვლავები, რომ
წაკითხვა