საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2083

ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ერთხმად დაამტკიცეს

გამოქვეყნებულია 2017-09-14 09:28:00


გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს. 

UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას და ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩია UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე. 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა,  როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. 

ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში, ქ. ჩენგდუში იმართება. 

გენერალური მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდგომ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცების პროცედურას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ზურაბ პოლოლიკაშვილი - ​ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება
ზურაბ პოლოლიკაშვილი - ​ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება
ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად და თვალნათლივ გამო
წაკითხვა
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მოქმედი გენმდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილს ულოცავს
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მოქმედი გენმდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილს ულოცავს
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მოქმედი გენმდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილს ულოცავს. როგორც ტალებ რიფაიმ დღეს მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე
წაკითხვა
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევაზე საერთაშორისო პრესა წერს
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევაზე საერთაშორისო პრესა წერს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევას საერთაშორისო პრესა აშუქებს. სტატიები ესპანურენოვან გამო
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს გაერო - ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილს გაერო - ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს
ზურაბ პოლოლიკაშვილს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ულოცავ
წაკითხვა
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს
ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა. 
წაკითხვა
12 მაისს გაირკვევა, დაიკავებს თუ არა ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის თანამდებობას
12 მაისს გაირკვევა, დაიკავებს თუ არა ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის თანამდებობას
12 მაისს გაირკვევა, დაიკავებს თუ არა ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას.
წაკითხვა
ესპანეთში საქართველოს ელჩი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზეა წარდგენილი
ესპანეთში საქართველოს ელჩი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზეა წარდგენილი
ესპანეთში საქართველოს ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზეა წარდგენილი. ამ თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილ
წაკითხვა