საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
737

ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურე 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდა

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 10:23:00


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირებს შესაბამისი უწყებრივი მედლები, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემია გადაეცათ. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურე 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, ჯამში 1374 ჯარისკაცი. 100 სამხედრო მოსამსახურეს მედალი „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ გადაეცა, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაჯილდოვდა, 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირს მადლობა გამოუცხადეს, საპატიო სიგელით 228 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა და მადლობის სიგელი 42 სამოქალაქო პირს გადაეცა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეთაურობით სტიქიასთან ბრძოლის საქმეში სამაგალითო თავდადება გამოიჩინა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უწყებრივი მედალი „დიდგორი“ გადასცა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ლოგისტიკის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სარდლობები ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში 23 აგვისტოს ჩაერთვნენ. ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებები საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბორჯომის ხეობაში განაგრძეს. სტიქიასთან ბრძოლის პროცესში ჯარისკაცებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს 90 ერთეულზე მეტი სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც მონაწილეობდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოში გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიწყო [ვიდეო]
საქართველოში გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიწყო [ვიდეო]
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გე
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე უწყებისთვის დაფინანსების შემცირების მიზეზებს განმარტავს
თავდაცვის მინისტრის მოადგილე უწყებისთვის დაფინანსების შემცირების მიზეზებს განმარტავს
ბიუჯეტის პროექტით თავდაცვის სამინისტროსთვის დაფინანსების შემცირების მიზეზებს განმარტავს მინისტრის მოადგილე. 
წაკითხვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ვილნიუსში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ვილნიუსში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ვილნიუსში იმყოფება.  ვიზიტი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლიტველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.
წაკითხვა
სერგო თეთრაძის წამების საქმე - მოწმეების ჩვენება და ხმაური სასამართლო დარბაზში
სერგო თეთრაძის წამების საქმე - მოწმეების ჩვენება და ხმაური სასამართლო დარბაზში
დაპირისპირების ფონზე ჩაიარა სერგო თეთრაძი
წაკითხვა
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჭრილი ქართველი სამხედროები ჰოსპიტალში რჩებიან
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჭრილი ქართველი სამხედროები ჰოსპიტალში რჩებიან
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჭრილი ქართველი სამხედროები ამ დრომდე ჰოსპიტალში რჩებიან. 
წაკითხვა
ქართული ჯარი ბორჯომის ხეობაში სტიქიის ლოკალიზაციის სამუშაოებში ჩაერთო - რა ვითარებაა ბორჯომის ხეობაში
ქართული ჯარი ბორჯომის ხეობაში სტიქიის ლოკალიზაციის სამუშაოებში ჩაერთო - რა ვითარებაა ბორჯომის ხეობაში
ქართული ჯარი ბორჯომის ხეობაში სტიქიის ლოკალიზაციის სამუშაოებში ჩაერთო. ცეცხლის ჩაქრობას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირად შემადგ
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტრო - პირველი ქვეითი ბრიგადის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ბორჯომის ხეობაშია დისლოცირებული
თავდაცვის სამინისტრო - პირველი ქვეითი ბრიგადის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ბორჯომის ხეობაშია დისლოცირებული
საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ
წაკითხვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ატენის ხეობაში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ატენის ხეობაში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორ
წაკითხვა