საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1499

ევროპარლამენტარი პეტრას ასტერევიუჩუსი - კატეგორიულად მიუღებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყანა რუსულ წვრთნებში მონაწილეობს

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 11:36:00

სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ერთ-ერთი ქვეყანა რუსულ წვრთნებში მონაწილეობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას ასტერევიუჩუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი ანგარიშის განხილვაზე განაცხადა. 

„დღეს დაიწყო რუსეთის სამხედრო წვრთნები „დასავლეთი 2017“. არ შეიძლება, რომ გვერდი ავუაროთ ამ საკითხს. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ერთ-ერთი ქვეყანა რუსულ წვრთნებში მონაწილეობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა პეტრას ასტერევიუჩუსმა

შეგახსენებთ, რუსეთსა და ბელარუსში დღეს მასშტაბური სამხედრო სწავლება „დასავლეთი 2017“ დაიწყო

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, სადაც საუბარია მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებსა და პერსპექტივებზე.

ანგარიშის ავტორი, ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე ფიქრობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივად შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორების შენგენის ზონაში შესვლა განიხილებოდეს. რაც შეეხება როუმინგის ტარიფების გაუქმებას, ეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2020 პროგრამის ნაწილია. ამ მიმართულებით ევროკავშირის ასოცირებულ წევრებს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მეტი პერსპექტივა აქვთ. 

ანგარიშის განხილვას საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ესწრება. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
სკანდალი ოლიმპიურ სამყაროში - რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
სკანდალი ოლიმპიურ სამყაროში - რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, დენის
წაკითხვა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ მიღებული სანქციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ მიღებული სანქციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ მიღებული სანქციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 
წაკითხვა
მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ბრალდებულმა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ბრალდებულმა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
მონტენეგროში სახელმწი
წაკითხვა
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან  არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა
ნატო რუსეთთან არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა და არ სურს ახალი ცი
წაკითხვა