საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=http://old.1tv.ge/ge/news/view/179044.html&format=json): failed to open stream: Network is unreachable

Filename: news/view.php

Line Number: 32

4953

კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-14 20:16:00

ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომალდი კასინი სატურნის ცაში ფერფლად იქცევა, როდესაც ის რგოლებიანი პლანეტის ატმოსფეროში შეიჭრება

თუმცა, ჩვენგან მილიონობით კილომეტრის მანძილზე, მისი მოგზაურობის ერთადერთ კვალად მავალი ჰუიგენსი დარჩება, რომელიც კასინიმ 2005 წელს სატურნის მთვარე ტიტანზე ჩაუშვა. 

სავარაუდოდ, ჰიუიგენსი ზუსტად ისევ იმ ადგილზეა, სადაც 12 წლის წინ კასინიმ დატოვა და საფლავის ქვასავით განისვენებს ტიტანის მტვერსა და ყინულოვან რიყის ქვებს შორის. 

კასინიმ და ჰუიგენსმა ერთად იმგზავრეს დედამიწიდან სატურნის ორბიტამდე. მათი მისია ერთგვარ სიმბიოზურ შეწყვილებას წარმოადგენს NASA-სა და ევროპის კოსმოსურ სააგენტოს (ESA) შორის. NASA-ს კასინიმ ამ შემთხვევაში ჰიუიგენსისთვის ტრანსპორტის როლი შეასრულა. 

კასინის მუცელზე პარაზიტივით მიწებებულმა ESA-ს ჰუიგენსმა რვა წელიწადში 1500 მილიონი კილომეტრი გაიარა. თუმცა, 2004 წლის შობა დღეს, კასინისა და ჰუიგენსის გზები გაყარა. 2 კვირის შემდეგ, 2005 წლის 14 იანვარს, ჰუიგენსი სატურნის მთვარე ტიტანზე დაჯდა. 

გაყრიდან მრავალი წლის შემდეგ, კასინი სატურნის ორბიტაზე მოძრაობას აგრძელებს. პროგრამა საოცრად წარმატებული გამოდგა. 

თუმცა, ჰუიგენსს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამბიცია ჰქონდა: იგი ერთადერთი მოწყობილობაა, რომელიც ასტეროიდთა სარტყლის გადაღმა მდებარე სხეულზე დაჯდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ჰუიგენსის გარეშე, კასინის შესაძლოა ვერც ვერადოდეს დაეძლია დედამიწის გრავიტაცია. 

1980-იანი წლების დასაწყისში, მეცნიერებმა სატურნის ორბიტერისა და მავალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. მისიას სახელი იტალიელი ასტრონომის, ჯოვანი კასინის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელმაც საუკუნეების წინ, სატურნის ოთხი მთვარე აღმოაჩინა.  

1989 წელს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს სამეცნიერო პროგრამების კომიტეტმა სახელწოდებაში „ჰუიგენსი“ ჩაამატა, ჰოლანდიელი მათემატიკოსისა და ასტრონომის, კრისტიან ჰიუიგენსის პატივსაცემად, რომელმაც 1655 წელს სატურნის მთვარე ტიტანი აღმოაჩინა. 

მანამ, სანამ NASA და ESA კვლევისათვის იქ ზონდს გაგზავნიდნენ, ტიტანის ზეტაპირი საიდუმლოების საბურველში იყო გახვეული. ეს მთვარე, რომელიც პლუტონსა და პლანეტა მერკურიზე დიდია, სატურნის რიგითი თანამგზავრია. 

კოსმოსური დაკვირვებების შედეგად უკვე ცნობილი იყო, რომ ტიტანი ნისლიან საბურველშია გახვეული; აზოტით მდიდარ მის ატმოსფეროში, მეთანი გადაიქცევა წყალბადის ციანიდად და სხვა ნახშირწყალბადებად, რაც მის ცას ნარინჯისფრად აფერადებს.  

„რა იმალება ამ სმოგს მიღმა?“ — წერდა 2004 წელს ჰუიგენსის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომი ტობი ოუენი. 

„წარმოიშვა მრავალი ვარაუდი. მათ შორის იყო ეთანის გლობალური ოკეანე ან ნალექების სახით მოსული ნახშირწყალბადებისგან ამოჭმული, უსწორმასწორო ზედაპირი, ანდა გაურკვეველი, გლუვი ზედაპირი, დაახლოებით გამდნარი და ხელახლა გაყინული შოკოლადის ნაყინის მსგავსი“. 

ყოველივე ეს ამოუცნობი საბოლოოდ უნდა გაერკვია ჰუიგენსს — ჩაის ლამბაქზე მოთავსებული ჰოკეის შაიბას მსგავს ზონდს. მას მედგრად უნდა გაეძლო ტიტანის სქელ ატმოსფეროსთან ხახუნისთვის. იგი ისე დამზადდა, რომ ეტივტივა კიდეც, თუკი ხმელეთის ნაცვლად ეთანის ზღვაში დაჯდებოდა.  

მავალის შორეული მისია თითქმის ჩაიშალა. 1995 წლის ფისკალურ ბიუჯეტში, NASA-მ კასინის დაფინანსება ვერ მიიღო.  

ევროპის კოსმოსურმა სააგნეტომ, რომელსაც კასინი ჰუგენსის პლანეტათშორის მოგზაურობისთვის ტრანსპორტად სჭირდებოდა, პროგრამის კბილებით დაცვა გადაწყვიტა. 

„შეიძლება ითქვას, რომ თავი ფაქტობრივად ხორცის საკეპ კუნძზე გვედო“, — იხსენებს Los Angeles Times-თან საუბრისას ეარლ მაიზი, კასინის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიიდან.  

მაიზს ღრმად სწამდა, რომ ESA ყველაფერს გააკეთებდა, რომ კასინი-ჰუიგენსის მისია არ ჩაშლილიყო. 

„ვფიქრობ, ევროპელების ჩარევის გარეშე, კასინის სრულიად სხვა ბედი ხვდებოდა წილად“, — ამბობს იგი. 

საბოლოოდ, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და კასინი და მისი მეტალის ლამბაქი კოსმოსში 1997 წლის 15 ოქტომბერს გაიჭრნენ. მართალია, მათ პრობლემური ფინანსური ბედ-იღბალი თავიდან აირიდეს, მაგრამ წყვილს კინაღამ კიდევ ერთი კატასტროფა დაატყდა თავს. მაშინ, როცა ხომალდი სატურნისაკენ მიმავალ გზას მიაპობდა, შვედმა ინჟინერმა ბორის სმედსმა, ჰუიგენსის ტიტანზე ჩაშვების გეგმაში კრიტიკული ხარვეზი აღმოაჩინა. 

ჰუიგენსი აღჭურვილი იყო სენსორებით, რათა მოესმინა ტიტანის ქარებისთვის, დაეგემოვნებინა ატმოსფეროში არსებული ქიმიური ნაერთები და ჩაეწერა 2,5 საათიანი ჩაშვება. თუმცა, არ ჰქონდა საკმარისი სიმძლავრე, რათა დედამიწაზე რაიმე სიგნალი გამოეგზავნა. საჭირო იყო კასინისთან დაკავშირება, რომელიც მის მიერ მიცემულ ინფორმაციას დედამიწაზე გამოაგზავნიდა. 

ინჟინერმა დაადგინა, რომ კასინის მიმღებსა და ჰუიგენსს შორის ინფორმაციის გაცვლისას აირეოდა ტიტანისეული მონაცემები. ამის შესახებ 2004 წელს IEEE Spectrum-ი იუწყებოდა. 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, კასინის 5,5 კმ/სთ სიჩქარით უნდა ემოძრავა ჰუიგენსთან მიმართებაში. ეს კი საკმარისი სისწრაფე იყო იმისათვის, რათა დოპლერის ეფექტს — აუდიო ცვლას, რომლის მოსმენაც პოლიციის სირენებიდან შეგიძლიათ — სიგნალი უწესრიგოდ აერია.  

სმედსის მიერ ჩატარებულმა ცდებმა პროექტის ხელმძღვანელები დაარწმუნა, რომ საჭირო იყო კასინის ტრაექტორიის შეცვლა. ახალმა მარშრუტმა წარმატებით გამორიცხა დოპლერის ეფექტი. თუმცა, ჰუგენსის ტიტანზე ჩაშვებამ 2004 წლის 24 დეკემბრამდე გადაიწია. 

ტიტანის ზედაპირზე ჰუგენსმა 2005 წლის 14 იანვარს „დადგა ფეხი“. 

„ზუსტად დროულად“, — უთხრა 2005 წელს Bloomberg Buisnessweek-ს ფრანგმა ფიზიკოსმა, კასინი-ჰიუიგენსის მისიის ხელმძღვანელმა ESA-ს მხრიდან, ჟან-პიერ ლებრეტონმა. 

„ეს გახლდათ საოცრად ემოციური მომენტი, ძნელი იყო ცრემლების შეკავება“. 

ზონდმა მინიშნებითი პასუხი მოგვცა ტიტანის შესახებ არსებულ ერთ-ერთ უმთავრეს კითხვაზეც: საიდან მიიღო მთვარემ მეთანის ასეთი მარაგი. როგორც წესი, მზის სინათლე მეთანს რამდენიმე მილიონ წელიწადში ანადგურებს. 4,5 მილიარდი წლის ტიტანს ის აღარ უნდა ჰქონოდა. 

მაგრამ ჰუიგენსმა თავის ბასრი საცეცებით მეთანი მაინც შეიგრძნო. აღმოჩნდა, რომ ამ ნაერთს ტიტანის ზედაპირის 40% ეკავა. ეს კი გვაფიქრებინებდა, რომ იქ არსებობს თხევადი მეთანი, ძირითადად ზედაპირქვეშ ჩაჭედილი, მაგრამ საკმარისი ჟონავდა იმისათვის, რათა ატმოსფერო შეევსო. 

ზონდმა ჩვენ მოგვცა „ტიტანის ახალი ხედი. როგორც ჩანს, ამ მთვარის მეტეოროლოგია, გეოლოგია და სითხეთა აქტივობა უკიდურესად ჰგავს დედამიწისას“,  — წერდნენ 2005 წელს ჟურნალ Nature-ში ლებერტონი და მისი კოლეგები ESA-დან. 

„მაგრამ თხევადი წყლის ნაცვლად, ტიტანს თხევადი მეთანი აქვს. სილიკატური ქანების ნაცვლად — წყლის ყინული. მიწის ნაცვლად კი, ტიტანს აქვს ატმოსფეროში ჩაწოლილ ნახშირწყალბადთა ნაწილაკები“. 

მიუხედავად გამყინავი ტემპერატურისა, ტიტანის მსგავსებას დედამიწისეულ მახასიათებლებთან, თეორიულად უნდა შეეძლოს მიკრობული სიცოცხლის მხარდაჭერა, აღნიშნავენ ქიმიკოსები. 

შემდეგ მოდის ტიტანის გეოგრაფია. თუკი დედამიწის გლობუსს დააბზღრიალებთ და შემთხვევით ადგილზე გააჩერებთ, დიდი შანსია, რომ თქვენი თითი ოკეანეს ეხებოდეს.  

ჰიუიგენსის თავლით დანახული ტიტანი გაცილებით დამაინტრიგებელი აღმოჩნდა, ვიდრე დედამიწა; ყოველ შემთხვევაში, ასე იყო არიზონის უნივერსიტეტის მთვარეებისა და პლანეტური ლაბორატორიის მეცნიერის, ერიხ კარკოშკასთვის. 

„ის ადგილი, სადაც ჰუიგენსი დაჯდა, მდინარის კალაპოტებითა და მთებით დაფარული აღმოჩნდა“, — განუცხადა კარკოშკამ The Washington Post-ს. 

„თუკი დედამიწაზე შემთხვევით წერტილს შეარჩევთ, ის ასე საინტერესო არ იქნება. თითქმის ისე ჩანს, რომ ტიტანი უფრო სიცოცხლით სავსე პლანეტაა, ვიდრე დედამიწა“. 

2012 წლის დოკუმენტში, კარკოშკამ და ორმა სხვა მკვლევარმა ჰუიგენსის ჩაშვების ანალიზი მოახდინეს. გაირკვა, რომ იგი ტიტანს დაასკდა, ზედაპირზე 12 სმ სიღრმის თხრილი დატოვა, შემდეგ კი გამოცოცხლდა და ბრტყელ ვაკეზე მოიკალათა. 

ის იქ დაახლოებით 30 სმ მანძილზე მოსრიალდა, რაც 10 წამს გაგრძელდა, შემდეგ კი გაჩერდა. ზოგადი ეფექტი ჰგავდა რაღაცის ჩაგდებას  გაყინული საფარის მქონე თოვლში: რბილი, მაგრამ მტკიცე ქერქით დაფარული. 

დამტკიცდა ისიც, რომ ამ ვაკის ზედაპირქვეშა რეგიონი ჯერ კიდევ ტენიანია, — ამბობს კრაკოშკა. 

72 წუთის შემდეგ, კასინიმ ტიტანის ჰორიზონტზე ჩაიფრინა; ამ დროს, ჰუიგენსმა ძმობილ ხომალდს ტიტანზე შეგროვილი მონაცემები გადასცა. დაახლოებით 2 საათის შემდეგ, მავალის ბატარეები მოკვდა. როგორც კრაკოშკა აღნიშნავს, არ არსებობს საბაბი იეჭვოს, რომ ჰუიგენსი ახლა იმ ადგილას აღარ არის, სადაც კასინიმ დატოვა. 

„ის იქ, ტიტანის ზედაპირზე, დიდხანს დარჩება. ალბათ მილიონობით წლითაც“. 


ჰუიგენსის მიერ ტიტანზე გადაღებული ფოტოები








ჰუიგენსის ჩაშვება ტიტანზე


მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით 

 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სატურნის მთვარე ტიტანის ამინდი უაღრესად მკაცრია და ძალიან ჰგავს დედამიწისას
სატურნის მთვარე ტიტანის ამინდი უაღრესად მკაცრია და ძალიან ჰგავს დედამიწისას
სატურნის უდიდესი მთვარე — ტიტანი, იდუმალე
წაკითხვა
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმ
წაკითხვა
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასი
წაკითხვა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლი
წაკითხვა
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
15 სექტემბერს, დილით ადრე, NASA-ს კოსმოსუ
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
სულ რაღაც 13 დღე რჩება NASA-ს კოსმოსურ ხო
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ
წაკითხვა