საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
691

დავით ნარმანია - თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი დარჩება

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-15 10:26:00

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. როგორც თბილისი მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პეკინის ქუჩაზე უახლოეს დღეებში დასრულდება ტროტუარების მოპირკეთება, რის შემდეგაც ქუჩა როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის სრულად გაიხსნება.

„მიუხედავად ჩვენი ოპონენტების სკეპტიკური განწყობისა, ჩვენ ამ ამბიციური პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ და ისევე როგორც ჩვენი ყველა სხვა დაპირება, ესეც საკმაოდ მოკლე დროში შევასრულეთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე, პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და მოსახლეობას გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მერიის სხვადასხვა სამსახურების, კომპანია „ჯი ვი პი“-სა და „ბლექ სი გრუპის“ კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პეკინის ქუჩაზე საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.

"რეაბილიტაციის ფარგლებში, პეკინის ქუჩაზე, დაიგო ასფალტის ახალი საფარი; სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები; წყალსადენის ქსელი, გერმანელი ექსპერტების დახმარებით, ევროპული ტექნოლოგიით სრულად განახლდა; ექსპლუატაციაში გაშვებამდე ქსელს ჰიდროტესტირება ჩაუტარდა; გამოიცვალა შუქნიშნის ყველა (6) ობიექტი და ისინი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურითა და „სიმენსის“ უახლესი კონტროლერებით აღიჭურვა. პეკინი-ვაჟა ფშაველასა და პეკინი-ყაზბეგის გამზირის კვეთებში გაკეთდა უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გზა გაფართოვდა და 1 საავტომობილო ზოლი დაემატა. დაპროექტდა ველობილიკი, სადაც ველოსადგომებისთვის ოთხი ლოკაცია გამოიყო. ტრანსპორტის სამსახურის მიერ, ველობილიკი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ნიშნებითა და მონიშვნებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში იგეგმება ავტობუსების ზოლების „ბასლაინების“მოწყობა, რის შემდეგაც ავტობუსების გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დაიდგმება.

"ქვეითთა გადასასვლელები ცივი პლასტის მეთოდით დაიხაზება. ორფეროვანი, ან ერთფეროვანი „ზებრები“ სპეციალური შუშის ბურთულაკებით დაიფარება, რაც ხელოვნური განათებისას ბზინავს და მაღალ ხილვადობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, პეკინის ქუჩაზე 100 ქოთანი დაიდგმება, რომლებშიც დეკორატიული ბუჩქები დაირგვება.

შემუშავებულია პეკინის ქუჩაზე ავტომობილების პარკირების ახალი სქემაც. პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაში არსებულ სამკუთხედში მიახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. პეკინის ქუჩაზე სულ პარკირების 205 ადგილი იქნება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

რაც შეეხება პეკინის ქუჩის გაცალმხრივებას, როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება.

„პეკინის ქუჩაზე ამ ეტაპზე მოძრაობა იმ რეჟიმში ხორციელდება, რაც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დროს გვქონდა. ანუ ცალმხრივი მოძრაობაა ყაზბეგიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ისევე როგორც 26 მაისის მოედნიდან კოსტავას და შემდეგ უკვე შარტავას ქუჩების გავლით არის ცალმხრივი მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კახა კალაძე - კომუნიკაცია, რაც იყო მერიის და საკრებულოს მხრიდან მოსახლეობასთან, ჩემთვის მისაღები არ არის
კახა კალაძე - კომუნიკაცია, რაც იყო მერიის და საკრებულოს მხრიდან მოსახლეობასთან, ჩემთვის მისაღები არ არის
კომუნიკაცია, რაც იყო მერიის და საკრებულოს
წაკითხვა
კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს - რა გეგმები აქვს თბილისის ახალ მერს
კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს - რა გეგმები აქვს თბილისის ახალ მერს
კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს.  როგორც არჩეულმა მერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, მერიაში იქნება რეფორმები დ
წაკითხვა
კახა კალაძე - გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რათა მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას
კახა კალაძე - გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რათა მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას
გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და
წაკითხვა
თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებია მოსალოდნელი
თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებია მოსალოდნელი
დედაქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებ
წაკითხვა
დავით ნარმანია - ვრჩები გუნდში, ვრჩები საქართველოში [ვიდეო]
დავით ნარმანია - ვრჩები გუნდში, ვრჩები საქართველოში [ვიდეო]
თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია უარყ
წაკითხვა
საერთაშორისო გამჭვირვალობა- მერიასთან არსებულ ზონალურ საბჭოში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების პრევენცია ეფექტურად უზრუნველყოფილი არ არის
საერთაშორისო გამჭვირვალობა- მერიასთან არსებულ ზონალურ საბჭოში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების პრევენცია ეფექტურად უზრუნველყოფილი არ არის
მერიასთან არსებულ ზონალურ საბჭოში ინტერეს
წაკითხვა
სანზონის დასახლებაში 1101 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს საერთო სარგებლობის ფუნქცია დაუბრუნდა
სანზონის დასახლებაში 1101 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს საერთო სარგებლობის ფუნქცია დაუბრუნდა
თბილისის მერიამ ადგილმონაცვლეობის საფუძველზე ქალაქს კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე - 1101 კ
წაკითხვა
„თბილისიმარათონი 2017“-ის გადადების შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
„თბილისიმარათონი 2017“-ის გადადების შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია  „თბილისიმარათონი 2017“-ის გადადების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული,   „თბილისიმარათონ
წაკითხვა