საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
616

სირილ მიულერი - მსოფლიო ბანკი საქართველოს პარტნიორი იყო, რომ ძლიერი სახელმწიფო გამხდარიყო

მაკა არჩევნიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-15 12:41:00

ჩვენ ვიყავით საქართველოს პარტნიორი, რომ ძლიერი სახელმწიფო გამხდარიყო, - განაცხადა ჟურნალისტებთან მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა, პირველ ვიცე-პრემიერ, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„ადრეულ წლებში, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, მოსახლეობას ვეკითხებოდი ქუჩაში, რას ელით, საქართველო სად იქნება 10 წელიწადში? ბევრი ეჭვით უყურებდა მომავალს, ახლა 25 წლის თავზე ვხედავ ქუჩაში ხალხს, დამოუკიდებელ საქართველოში აყვავებულს. ძალიან ბევრი შოკი გამოვიარეთ ერთად. როდესაც პირველად საქართველოში ჩამოვედი, ძალიან განსხვავებული იყო დღევანდელთან შედარებით, ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია საქართველოსთან თანამშრომლობა. საქართველოს წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ის გახლავთ, რომ საქართველო არის ძლიერი რეფორმატორი ქვეყანა, მან 25 წლის განმავლობაში ეს დაამტკიცა. ეკონომიკის რეფორმას ახორციელებდა და ეს პროგრესი მომავალშიც უნდა გააგრძელოს“,- აღნიშნა მიულერმა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო იყო დაბალი შემოსავლის ქვეყანა იყო, ახლა არის საშუალო შემოსავლის  და თუ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება, მაშინ საქართველო მაღალი შემოსავლის ქვეყანა გახდება.

„ახლა მსოფიო ბანკი საქართველოში კვლევას ატარებს, იმისათვის რომ დადგინდეს, თუ რა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. ამ კვლევის საფუძველზე ჩვენ დავადგენთ რა არის საქართველოში ეკონომიკური ზრდის მოდელი. მე მინდა, პირველ ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს მოვუწოდო, რომ საჯარო ფინანსების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს პარტნიორად დარჩება და მომავალშიც მხარს დაგიჭერთ“,- განაცხადა სირილ მიულერმა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, მსოფლიო ბანკთან ურთიერთო
წაკითხვა
პრემიერის განცხადებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მიერ დღემდე გამოყოფილ 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შეღავათიან სესხს, ასევე - მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს
პრემიერის განცხადებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მიერ დღემდე გამოყოფილ 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შეღავათიან სესხს, ასევე - მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგი
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოსა და EBRD-ის 25-წლიანი თანამშრომლობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები დ
წაკითხვა
როგორ მიმდინარეობდა დღეს  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები  ბორჯომის ხეობაში
როგორ მიმდინარეობდა დღეს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჯომის ხეობაში
სტიქიის ზონაში აქტიური სალიკვიდაციო სამუშ
წაკითხვა
ზურაბ ალავიძე რეგიონებში პროექტების მონიტორინგს განაგრძობს
ზურაბ ალავიძე რეგიონებში პროექტების მონიტორინგს განაგრძობს
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონებში პროექტების მონიტორინგს განაგრძობს. 
წაკითხვა
მსოფლიო ბანკთან ახალი შეთანხმება გაფორმდა - საქართველო 44.6 მლნ. ევროს მიიღებს
მსოფლიო ბანკთან ახალი შეთანხმება გაფორმდა - საქართველო 44.6 მლნ. ევროს მიიღებს
სამთავრობო რეფორმების მხარდამჭერი ახალი შეთანხმება გაფორმდა მსოფლიო ბანკთან. 
წაკითხვა
დუშეთის რეაბილიტაცია დაიწყო - ისტორიული ქალაქი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს
დუშეთის რეაბილიტაცია დაიწყო - ისტორიული ქალაქი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს
ქალაქ დუშეთის რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
წაკითხვა
მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს მხარს უჭერს
მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს მხარს უჭერს
დღეს საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბა
წაკითხვა