საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4425

კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-15 14:51:00

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლიურ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა. 

ამ ეტაპზე, კასინი თავის მეხსიერებას ასუფთავებს და სატურნის ატმოსფეროში შესაჭრელად ემზადება. სულ რამდენიმე საათში, ხომალდი თვითმკვლელ ჩაყვინთვას განახორციელებს რგოლებიანი პლანეტის სიღრმეში და 20-წლიან კოსმოსურ მოგზაურობას დრამატული, ცეცხლოვანი სიკვდილით დაასრულებს. 

ახლად მოსული ფოტოები სრულად ასახავს მისიის სიდიადეს — მრავალფეროვანია და ულამაზესი. სურათებს შორისაა სიცოცხლისათვის პოტენციურად ვარგისი მთვარეების — ტიტანისა და ენცელადის ხედები, გაზის გიგანტის გრაციოზული კიდეები და სახელგანთქმული რგოლები. 

ახლახან გამოგზავნილი უკაკასკნელი, დაუმუშავებელი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ NASA-ს საიტზე

სატურნის სისტემაში ყოფნის 13 წლის განმავლობაში, კასინის დედამიწაზე გამოგზავნილი აქვს 450 000-ზე მეტი ფოტო. 

NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი მისია კასინი-ჰუიგენსი 1997 წლის 15 ოქტომბერს გაეშვა და დანიშნულების ადგილზე 7 წლის შემდეგ მივიდა, როცა 2004 წლის 30 ივნისს სატურნის ორბიტაზე გავიდა. 

კასინის თან მიჰქონდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ დამზადებული ზონდი ჰუიგენსი, რომელიც დედა-ხომალდს 2004 წლის 24 დეკემბერს მოსწყდა და ორი კვირის შემდეგ, 2005 წლის 14 იანვარს, სატურნის მთვარე ტიტანზე წარმატებით დაჯდა; კასინიმ სატურნის სისტემაში მოგზაურობა გააგრძელა, სადაც აქტიურად სწავლობდა გიგანტურ პლანეტას, მის რგოლებსა და  მრავალ მთვარეს. 

კასინის აღმოჩენებმა ფუნდამენტურად შეცვალა მეცნიერთა წარმოდგენა სატურნისა და მზის სისტემის სასიცოცხლო გარემოს პოტენციალის შესახებ. მაგალითად, ხომალდმა შენიშნა თხევად ნახსირწყალბადთა (ძირითადად მეთანი) ტბები ტიტანის ზედაპირზე; დაკვირვებებმა ასევე მიგვანიშნა, რომ ამ უზარმაზარი მთვარის ყინულოვანი ზეაპირის ქვეშ შესაძლოა მლაშე ოკეანე იყოს. 

კასინიმ ასევე დააფიქსირა 504 კმ სიგანის მთვარე ენცელადიდან ამოტყორცნილი წყლის ჭავლები. შემდგომმა დაკვირვებებმა კი ნათელი გახადა, რომ ეს წყალი ზედაპირქვეშ დამარხული ოკეანიდან მოდიოდა, რომელიც დიდი ალბათობით, შეიცავს მიკრობებისათვის საჭირო ქიმიური ენერგიის წყაროს, თუკი მიკრობული სიცოცხლე იქ ოდესმე ჩამოყალიბდა (ან იქნებ უკვე არის კიდეც). 

თუმცა, კასინის საწვავის მარაგი ეწურება და მისიის ხელმძღანელებს სურთ,  პასუხისმგებლობა ბოლომდე აიღონ, სანამ ხომალდზე კონტროლს დაკარგავენ. სწორედ ამიტომ, იგი ცეცხლოვანი სიკვდილისთვის გაიმეტეს და გადაწყვიტეს, რომ სატურნის ატმოსფეროში ჩაუშვან, სადაც ხახუნის ძალით, კომეტასავით დაიწვება. 

რატომ მიიღო NASA-მ ასეთი დრამატული გადაწყვეტილება? ძირითადი მიზეზია ტიტანი და ენცელადი — მეცნიერებს სურთ ბოლომდე დარწმუნდნენ, რომ უკონტროლოდ მოხეტიალე კასინი რომელიმე მათგანს ოდესმე არ შეეჯახება და არ დააბინძურებს დედამიწისეული მიკრობებით, რომლებიც შესაძლოა მის ბორტზე დღემდე ცოცხლები იყვნენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ორივე ეს მთვარე შეიძლება სიცოცხლისათვის ვარგისი იყოს.  

ეს უკანასკნელი ფოტო კასინიმ სატურნის იმ მონაკვეთს გადაუღო, სადაც რამდენიმე საათში სიკვდილს შეეგებება. გუშინ (14 სექტემბერი), ხომალდმა მის მიერ შეგროვილი ინფორმაციის მყარ ჩამწერზე გადატანა დაიწყო, რათა სასიკვდილო ჩაშვების დროს, დედამიწაზე თითქმის რეალურ დროში გადმოსცეს. 

~


კასინის სამარადისო ჩაყვინთვა სატურნში კი მართლაც ახლოსაა:  სიგნალის დაკარგვა ხომალდის სიკვდილის მაუწყებელი იქნება (თბილისის დროით 15:55 სთ). 

კასინის სიკვდილი ძალიან სწრაფი იქნება. 

იგი იმდენას ჩქარა, 123 000 კმ/სთ სიჩქარით შეიჭრება სატურნის სქელ ატმოსფეროში, რომ „ვფიქრობ, ხომალდი სულ რაღაც 2, უფრო მეტად კი 1 წუთში, უბრალოდ აორთქლდება“, — აღნიშნა კასინის პროექტის მენეჯერმა, NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიიდან, ეარლ მაიზმა. 

კასინის აღსასრულის პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ უყუროთ NASA-ს YouTube-არხსა და Facebook-გვერდზე.


სატურნის მთვარე ტიტანი, 13 სექტემბერი, 2017



სატურნის მთვარე ენცელადი, 13 სექტემბერი, 2017








მომზადებულია space.com-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმ
წაკითხვა
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასი
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
15 სექტემბერს, დილით ადრე, NASA-ს კოსმოსუ
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
სულ რაღაც 13 დღე რჩება NASA-ს კოსმოსურ ხო
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ
წაკითხვა
კასინიმ სატურნზე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“ შენიშნა [ვიდეო]
კასინიმ სატურნზე „სინათლის აჩრდილისებრი ფარდები“ შენიშნა [ვიდეო]
სატურნთან მყოფი NASA-ს კოსმოსური ხომალდი
წაკითხვა