საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
611

ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-15 19:32:00

ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტებთან შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. შესაბამისი მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და კომპანია „კა დე ვე ჯორჯიას“ დირექტორმა, ვაჟა სამადბეგიშვილმა მოაწერეს.

კომპანია „კა დე ვე ჯორჯია“ 2016 წელს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე თბილისის მერიის მიერ ინტერესთა გამოხატვის გამარჯვებულია.

„პროექტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სრულ ციკლს მოიცავს, რაც გულისხმობს ნარჩენების სორტირება-რეციკლირებას (პოლიმერები, ცელულოზა, ტექსტილი, შუშა, მეტალი, ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ვინილი და სხვა) და გადამუშავებას თანამედროვე, ნოუ-ჰაუ KDV ტექნოლოგიით - დახურულ უჟანგბადო სივრცეში. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, დამუშავების ასეთი წესი გარემოს არ აზიანებს.

ტექნოლოგიური ციკლის ბოლოს, ნარჩენების გადამუშავების გერმანული KDV ტექნოლოგიის მეშვეობით ორი ძირითადი სარეალიზაციო პროდუქტი მიიღება: ევრო-5 სტანდარტის სინთეტიკური დიზელი და ბიტუმი (ასფალტის წარმოებისთვის).

კომპანია მისი ძირითადი პროდუქტების - დიზელისა და პოლიმერების საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს, ხოლო სხვა პროდუქტების, როგორებიცაა მაგალითად, ბიტუმი და მეტალის ჯართი- ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას გეგმავს“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხანა აშენდება
ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხანა აშენდება
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს. 
წაკითხვა
გიორგი ვაშაძე ლილოს დასახლებაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა
გიორგი ვაშაძე ლილოს დასახლებაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა
ლილოს დასახლებაში,
წაკითხვა
ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე პიროტექნიკის საწყობს გაუჩნდა. დამწვარია 500 კვადრატულ მე
წაკითხვა
ლილოში ხანძარი ლოკალიზებულია
ლილოში ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძარი ლილოში უკვე ლოკალიზებულია. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოშ
წაკითხვა
ხანძარი ლილოში - ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა
ხანძარი ლილოში - ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა
ლილოში ხანძარია. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან აცნობეს, დიდ და პატარა ლილოს შორის ხევში ბალახს ცეცხლი უკიდია.&
წაკითხვა
წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ ჰიუსტონის ქიმიურ ქარხანაში ორი აფეთქება მოხდა
წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ ჰიუსტონის ქიმიურ ქარხანაში ორი აფეთქება მოხდა
ტეხასში, წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ ჰიუსტონში მდებარე ქიმიურ ქარხანაში ორი აფეთქება მოხდა.
წაკითხვა
ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო
ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო
ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო. მოსახლეობა დაახლოებით 200 მეტრში მდებარე ცემენტის ქარხნის, კომპანია Georgian
წაკითხვა
ბაკურიანის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად დაიხურა
ბაკურიანის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად დაიხურა
ბაკურიანში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახ
წაკითხვა