საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1378

ილია მეორე, 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, საზეიმო წირვას სამების ეკლესიაში ჩაატარებს

ეთა მამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-17 14:16:00

21 სექტემბერს ღვთისმშობლობის დღესასწაული აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე საზეიმო წირვას სამების ეკლესიაში ჩაატარებს. ამის შესახებ ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე ბრძანა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში ოთხშაბათს, 20 სექტემბერს ლოცვა 18:00 საათზე, ხოლო 21 სექტემბერს საზეიმო ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

დღესვე ქადაგებისას პატრიარქმა ილია მეორემ მოსე წინასწარმეტყველის ცხოვრებაზე, მის ღვაწლზე ისაუბრა და საქართველოს მშვიდობა უსურვა. ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა რამდენიმე გვარი დალოცა და სასულიერო პირი დააჯილდოვა. 

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ „მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
წაკითხვა
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე -თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა
წაკითხვა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარ
წაკითხვა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა,
წაკითხვა
ილია მეორემ მრევლს მიმართა, ერთი დღე და ღამე იმარხულონ, ილოცონ და გაჭირვებულებს სამი ცხვარი შესწირონ
ილია მეორემ მრევლს მიმართა, ერთი დღე და ღამე იმარხულონ, ილოცონ და გაჭირვებულებს სამი ცხვარი შესწირონ
„კარგი იქნებოდა, რომ
წაკითხვა
ილია მეორე - ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი
ილია მეორე - ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი
ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრა
წაკითხვა