საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1422

კახა იმნაძე - საქართველოს დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით, ნიუ იორკში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

ლიკა ხურციძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-18 01:57:00 განახლებულია 2017-09-18 12:12:00


საქართველოს დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, ნიუ იორკში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს, - ამის შესახებ პირველ არხთან საუბრისას გაერო-ში საქართველოს ელჩმა, კახა იმნაძემ განაცხადა. 

„სამშაბათს იხსნება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია, რომელზეც საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. პროგრამა უკვე იწყება ორშაბათიდან და ტრადიციულად, დებატების გახსნამდე ერთი დღით ადრე იმართება მაღალი დონის შეხვედრები გაერო-ს გენერალური მდივნის სახელით, რომლის თანამასპინძელი, გენერალურ მდივანთან ერთად, იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ეს იქნება ღონისძიება გაერო-ს რეფორმასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერი. ასევე, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მართავს ღონისძიებას, სადაც მონაწილეობას ასევე მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა კახა იმნაძემ.

ელჩის თქმით, ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია ქართული მხარის მონაწილეობა, რადგან გაერო-ს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ესწრება ამ ღონისძიებებს და საქართველო სამი წლით არის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი. გენერალური დებატების გახსნის შემდეგ, 21 სექტემბერს საქართველოს პრემიერი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეას, მანამდე კი, ელჩის ინფორმაციით, იგეგმება ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება. „ერთი ეხება ღია მმართველობას. ჩვენ საფრანგეთისგან გადმოვიბარებთ თავმჯდომარეობას და ასევე ვართ ამ ღონისძიების თანაორგანიზატორები. ამ შეხვედრის შემდეგ კი გაიმართება შეხვედრა ინოვაციური დაფინანსების შესახებ, რომელიც შეეხება მდგრადი განვითარების 20/30 მიზნებს. ამ შემთხვევაშიც საფრანგეთი არის თავმჯდომარე და ორგანიზატორი ქვეყანა და ჩვენ მისგან გადმოვიბარებთ ლიდერის პოზიციას. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მდგრადი განვითარების მიზნები არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლის განხორციელება დაფინანსების გარეშე წარმოუდგენელია. მსოფლიო მუშაობს ინოვაციური დაფინანსების წყაროების მოპოვებაზე და საქართველოს ამ მხრივ აქვს გარკვეული წარმატებები. სწორედ ამ მხრივ შეირჩა საქართველო, რომ გახდეს ქვეყანა, რომელიც ამ მიმართულებით საფრანგეთისგან გადაიბარებს ინიციატივას“, - აღნიშნა კახა იმნაძემ პირველ არხთან საუბარში. 

ელჩის ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, იგეგმება ორმხრივი შეხვედრები როგორც პრემიერის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. მიხეილ ჯანელიძე ერთ-ერთ პირველ შეხვედრას ევროკავშირის პოლიტიკურ დირექტორებთან გამართავს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა. საგანგებო ტელემიმართვისას, ჰარირიმ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.&l
წაკითხვა
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორგ
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.
წაკითხვა