საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
581

კვირა დღე პრემიერლიგაში - ორივე ლიდერი მანჩესტერიდანაა

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-09-18 08:18:00

ინგლისის პრემიერლიგაში ტურის ცენტრალური მატჩი კვირას გაიმართა - ლონდონურ დერბიში „ჩელსი“ და „არსენალი“ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ ტაიმში უფრო ახლოს გოლთან „არსენალი“ იყო, როცა აარონ რემზიმ ძელს გაარტყა ბურთი. 

მეორე ნახევარში მეტი ბრძოლა იყო, ვიდრე სახიფათო მომენტები. ამას დაემატა დავიდ ლუიშის გაძევება. საბოლოოდ, 0:0 და ეს იყო ჩემპიონის პირველი ფრე მიმდინარე სეზონში. „არსენალი“ კი სულ უფრო ქვემოთ ეშვება და უკვე მე-12 ადგილზეა. 

უეინ რუნი „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდა - მისი „ევერტონი“ სტუმრად ხვდებოდა „მანჩესტერ იუნაიტედს“. დაბრუნება კოშმარული გამოდგა, რადგან რონალდ კუმანის შეგირდებმა ოთხი უპასუხო ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. მასპინძლები მე-4 წუთზე ვალენსიამ დააწინაურა, რის შემდეგაც, „იუნაიტედმა“ ხანგრძლივი პაუზა აიღო. რუნის გოლის გატანის ორი შესაძლებლობა ჰქონდა და ორივე გააფუჭა, „მანჩესტერმა“ კი 83-ე წუთიდან მოყოლებული სამი გოლი გაიტანა, აქედან ერთი რომელუ ლუკაკუს ეკუთვნოდა, რომელმაც ყოფილი გუნდი არ დაინდო.

„იუნაიტედი“ მესამე მატჩს იგებს 4:0 ანგარიშით. „ევერტონი“ კი გასავარდნ ზონაშია და კუმანის დათხოვნისთვის ემზადება. 

ხუთი ტურის შემდეგ, პრემიერლიგის ლიდერები არიან მანჩესტერული გუნდები - „სიტისა“ და „იუნაიტედს“ აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებლები აქვთ: ოთხი მოგება, ერთი ფრე, 0 წაგება, 16-2 ბურთების შეფარდება, 13 ქულა. 10 ქულით, მესამეა „ჩელსი“.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მოგებებით ახალი რეკორდი დაამყარა
„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მოგებებით ახალი რეკორდი დაამყარა
ინგლისის პრემიერლიგაში მე-11 ტური ორი ცენტრალური მატჩით დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა „არსენალი“ - 3
წაკითხვა
„შუქურა“-„ლოკომოტივი“ ანგარიშით 2:2 დასრულდა
„შუქურა“-„ლოკომოტივი“ ანგარიშით 2:2 დასრულდა
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტურში ქობულეთის „შუქურა“ სენსაციასთან ახლოს იყო - გათამაშების
წაკითხვა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ამხანაგური მატჩებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ამხანაგური მატჩებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვლადიმერ ვაისის გუნ
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებული შვიდი პირი დიღმის მთავარ სამმართველოში გვიან ღამით გადაიყვანეს. 
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
შსს - ფეხბურთის ფედერაციასთან ექვსი პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
შსს - ფეხბურთის ფედერაციასთან ექვსი პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი დააკავეს - ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ექვსი
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია
წაკითხვა
ახალი საკლუბო მუნდიალი - 24 გუნდი 2021 წლის ზაფხულში
ახალი საკლუბო მუნდიალი - 24 გუნდი 2021 წლის ზაფხულში
თითქმის გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ფორმატს შეიცვლის. ფიფა ძალიან მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, გააფართოვოს ეს ტურნირი 24 გუნდამდე, - ამის შესახებ სააგენტო AP წერს. 
წაკითხვა